ეჭვიანობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს

ეჭვიანობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელბის მცდელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული შოთა ლ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ეჭვიანობის ნიადაგზე თვითნაკეთი პისტოლეტიდან ორი ჭრილობა მიაყენა გოდერძი ჯ-ს მუცლის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად შოთა ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ჭითაწყარში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ