"თავისუფალი ზონის" წევრი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს

"თავისუფალი ზონის" წევრი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს

ზუგდიდში, სამართალდამცავებმა "თავისუფალი ზონის" ერთი წევრი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მისი დაკავება 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა ზუგდიდში, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრის ოფისთან მომხდარი ინციდენტი.

"ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრის ოფისთან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ გამვლელს, რასაც, როგორც ჩანს, მისი მხრიდანაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ეს დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე სამხარეო და საპატრულო პოლიციის მისვლა გახდა საჭირო. "თავისუფალი ზონის" წევრი დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია", - აღნიშნეს შსს-ში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულის გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე მოხდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ოფისს თავს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაესხნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულს არ ადასტურებენ. უწყების განმარტებით, ადგილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ ყოფილან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ