გიორგი გამსახურდია გამოცდების ეროვნული ცენტრის მრჩეველია

გიორგი გამსახურდია გამოცდების ეროვნული ცენტრის მრჩეველია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ყოფილი პოლიციელი, გიორგი გამსახურდია გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და ფაქტი გამოცდების ცენტრის მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა "გურია ნიუსთანაც" დაადასტურა.

მათი ინფორმაციით, გიორგი გამსახურდია ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. თუმცა, რატომ არის ეს სამსახური ცენტრისთვის აუცილებელი, ვერ აკონკრეტებენ.

"გიორგი გამსახურდია ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს მას, არ ვიცი, ეს დეტალებია და გარკვევის გარეშე ვერ გეტყვით. გამსახურდია ცენტრში რამდენიმე თვის წინ დაინიშნა", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"შემოგვემატა კიდევ ერთი წევრი, იმედია ხმაურით მას არ გადავღლით..." - დეპუტატი მარიამ ლაშხი პარლამენტში შვილთან ერთად მივიდა

"თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა" - პრემიერი ირანელ ბიზნესმენზე