მძახ­ლე­ბის ჩხუ­ბი და გო­გო­ნას ამ­ბა­ვი, რო­მე­ლმაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმშობიარა

მძახ­ლე­ბის ჩხუ­ბი და გო­გო­ნას ამ­ბა­ვი, რო­მე­ლმაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმშობიარა

გა­მარ­ჯო­ბა, გი­ლო­ცავთ შე­მოდ­გო­მის დად­გო­მას. ვინც სწავ­ლას იწყებთ - სწავ­ლის დაწყე­ბას, ვინც ამ შე­მოდ­გო­მით ოჯა­ხის შექ­მ­ნას გეგ­მავს, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ... მოკ­ლედ, მინ­და, ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გქონ­დეთ... "გზავ­ნი­ლებს" კი იმ ამ­ბით და­ვიწყებ, რომ­ლის მოწ­მეც ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თა­ვად გავ­ხ­დი. ამ ამ­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მი­ზა­ნი ისაა, რომ სხვის შეც­დო­მებ­ზე ვი­სწ­ავ­ლოთ, რათა სა­კუ­თა­რი არ და­ვუშ­ვათ.

"მითხ­რეს, რომ ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, რად­გან მა­მა მო­საკ­ლა­ვად დას­დევ­და და ის ნა­თე­სავ­თან იმა­ლე­ბო­და...

აღ­ვ­კაზ­მე ჩე­მი რა­ში ბენ­ზი­ნით და შე­ში­ნე­ბუ­ლი გა­ვი­ქე­ცი თბი­ლის­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე რა­ი­ონ­ში... დე­და­ქა­ლა­ქი­დან 50 კი­ლო­მეტ­რ­ში ერ­თი პა­ტა­რა და კოხ­ტა სო­ფე­ლია... სწო­რედ იქ იმ­ყო­ფე­ბო­და მი­მა­ლუ­ლი 19 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 22 აგ­ვის­ტოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმ­შო­ბი­ა­რა... მო­უ­ლოდ­ნე­ლად მშო­ბი­ა­რო­ბა რა­ღააო, იტყ­ვით... მოკ­ლედ, გო­გო­ნა შე­ა­ბა თა­ვის­სა­ვე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­მა, ახალ­გაზ­რ­და ყმაწ­ვილ­მა... მა­თი ოჯა­ხე­ბი ახ­ლობ­ლობ­დ­ნენ... მა­მე­ბი მე­გობ­რობ­დ­ნენ... გო­გო­ნა და­ფეხ­მ­ძიმ­და, მაგ­რამ შე­ში­ნე­ბულ­მა ვერ თქვა... მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბულს და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დას გა­უმ­ხი­ლა... იმათ უთხ­რეს, უკ­ვე გვი­ა­ნია ყვე­ლა­ფე­რიო და და­ი­კი­დეს... გო­გო­ნა ისე გახ­და 9 თვის ორ­სუ­ლი, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფე­რი შე­ნიშ­ნა... ის კი არა, ბო­ლო დღემ­დე ყა­ნა­შიც კი მუ­შა­ობ­და თურ­მე... 22 აგ­ვის­ტოს ას­ტ­კივ­და მუ­ცე­ლი ღა­მით და და­უ­რე­კა ისევ ბავ­შ­ვის მა­მას და მის დას... ში­ნი­დან გა­ი­პა­რა მა­თი დახ­მა­რე­ბით, რა­ი­ონ­ში წა­იყ­ვა­ნეს, იმ­შო­ბი­ა­რა და ბი­ჭუ­ნა შე­ე­ძი­ნა... დი­ლით ოჯახ­მა გო­გო­ნა მო­ი­კითხა, მაგ­რამ ვერ­სად მი­აგ­ნო... აქეთ ეც­ნენ, იქით ეც­ნენ, მა­რა ცამ ჩაყ­ლა­პა თუ მი­წამ, ვერ გა­ი­გეს... უკ­ვე იფიქ­რეს, ეტყო­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და გათხოვ­დაო... ამ დროს გო­გო­ნას დე­დას დაუ­რე­კა სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის მთა­ვარ­მა ექიმ­მა და სთხო­ვა, კლი­ნი­კა­ში მი­სუ­ლი­ყო, სა­ლა­პა­რა­კო მაქ­ვ­სო... გა­ოგ­ნე­ბულ დე­დას უფიქ­რია, - ეტყო­ბა, ავა­რი­ა­ში მო­ყ­ვაო და გულ­გა­ხეთ­ქი­ლი მი­სუ­ლა. ექიმს უთ­ქ­ვამს, - ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, ორი­ვე კარ­გა­დააო... - ვინ ორი­ვეო? - თქვენ­მა შვილ­მა იმ­შო­ბი­ა­რა და დე­დაც და შვი­ლიც კარ­გა­დააო... გუ­ლი წას­ვ­ლია ქალს... გა­და­რე­უ­ლა. ელ­და ეცე­მო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და? ჰგო­ნია, გა­სათხო­ვა­რი შვი­ლი ჰყავს სახ­ლ­ში და... უცებ, იმ­შო­ბი­ა­რაო... მოკ­ლედ, ბიჭს და იმის ოჯახს ამის მე­რე არ მი­უ­კითხავს... მაგ გო­გოს ოჯახ­ში არ შე­მო­ვუშ­ვებ­თო... ბავ­შ­ვი ჩე­მი არ არი­სო და ათა­სი სი­სუ­ლე­ლე... გო­გოს მა­მა­საც ელ­და ეცა, რა თქმა უნ­და... - მოვ­კ­ლა­ვო, თქვა...

ამი­ტომ გო­გო­ნა ახ­ლა ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში იმა­ლე­ბა... რომ მი­ვე­დი, დე­და­მი­სიც იქ დამ­ხ­ვ­და... ახალ­გაზ­რ­და დე­დას ნერ­ვი­უ­ლო­ბით რძე გა­უშ­რა... მი­სი ოჯა­ხი ცდი­ლობს, ბი­ჭის ოჯახ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას... ისი­ნი ვირ­ზე სხე­დან... მაგ­რამ იმ დღეს ორი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და: ბი­ჭის ოჯახ­მა თქვა, ბავშვს გვარს მივ­ცემთ, რა­ი­ონ­ში დე­და-შვილს ბი­ნას ვუ­ქი­რა­ვებთ და მივ­ხე­დავთ, ოღონდ ბი­ჭი სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლია და რომ მო­ვა, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, რას იტყ­ვი­სო...

გო­გოს მა­მამ თქვა - თუ რა­საც ბი­ჭის ოჯა­ხი იტყ­ვის, შე­ას­რუ­ლებს, ნა­წი­ლობ­რივ სირ­ცხ­ვილს ჩა­მო­ვი­რეცხავ და შვილ­საც მი­ვი­ღებ, თო­რემ ბავ­შ­ვის ნახ­ვა სი­გი­ჟემ­დე მინ­დაო...

ასე რომ, სი­ტუ­ა­ცია წყნარ­დე­ბა, მგო­ნი...

გო­გო­ნა ძა­ლი­ან კოხ­ტა და ლა­მა­ზია... მორ­ცხ­ვად იჯ­და, თვალს ვერ მის­წო­რებ­და... ბავ­შ­ვი ჰყავ­და ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი და ხე­ლი­დან არ უშ­ვებ­და...

მიყ­ვარ­სო, იმ ბიჭ­ზე თქვა... იმან ისარ­გებ­ლა ამის სი­ა­ლა­ლით...

სამ­შო­ბი­ა­რო­ში ბავ­შ­ვის გაშ­ვი­ლე­ბაც შეს­თა­ვა­ზეს... ანუ ერ­თ­მა უშ­ვი­ლო ექიმ­მა მო­ინ­დო­მა აყ­ვა­ნა, მაგ­რამ გო­გო­ნამ არ დათ­მო...

დე­და გვერ­დით უდ­გას და შვილს იცავს... არც მან დათ­მო შვი­ლიშ­ვი­ლი...

ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან...

მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­დეთ...

ბავ­შ­ვი მშვი­დად ფშვი­ნავ­და... წარ­მოდ­გე­ნაც არა აქვს, რა ტრი­ა­ლებს მის თავს...

ჩე­მი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ფუ­ლი და­ვუ­ტო­ვე, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ გო­გოს­თ­ვის გად­მო­მიგ­ზავ­ნა ინ­გ­ლი­სი­დან და პი­რო­ბა და­დო, რომ ყო­ველ­თ­ვე 100 გირვანქა სტერლინგს გა­მო­უგ­ზავ­ნის, ბავშვს რომ არა­ფე­რი მო­აკ­ლ­დეს...

აი, ასე... კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­იზ­რ­დე­ბა პა­ტა­რა ლუ­კა...

მად­ლო­ბა თქვენც, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ამ გო­გო­ნას ამ­ბა­ვი...

რა­ი­ონს და სა­ხელს არ ვწერ შეგ­ნე­ბუ­ლად".

"ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი, მინ­და, ჩემს ამ­ბავს მო­გიყ­ვეთ. ძა­ლი­ან ვარ აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი. ქვრი­ვი ვარ, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავს, რო­მე­ლიც უმა­მოდ 4 წლის დარ­ჩა და დი­დი წვა­ლე­ბით გავ­ზარ­დე. ახ­ლა ჩე­მი შვი­ლი უკ­ვე 27 წლი­საა. 3 წლის წინ და­ქორ­წინ­და. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან სარ­ძ­ლო თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მომ­წონ­და და მი­სი ოჯა­ხიც ჩე­მი ოჯა­ხის შე­სა­ფე­რი­სი გახ­ლ­დათ. მარ­თა­ლია, მი­სი მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ მა­მა დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და გო­გო­ნას და ხში­რა­დაც ნა­ხუ­ლობ­და. ჩე­მი ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ცენ­ტ­რ­ში საკ­მა­ოდ დი­დი ბი­ნა დამ­რ­ჩა, რო­მელ­ზეც ბევ­რი ნა­თე­სა­ვი ილეს­ავდა კბი­ლებს და სა­სა­მარ­თ­ლო­დან სა­სა­მარ­თ­ლო­ში და­მა­ტა­რებ­დ­ნენ, რომ წა­ერ­თ­მი­ათ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­აწყვეს და შე­მეშ­ვ­ნენ. რძლის შე­მო­მა­ტე­ბა არა­ნა­ირ დის­კომ­ფორტს არ მიქ­მ­ნი­და, რად­გან იმ­დე­ნი ოთა­ხი მაქვს, შე­საძ­ლოა, 1 კვი­რა ისე გვეცხოვ­რა, ერ­თ­მა­ნეთს არც კი შევ­ხ­ვედ­რო­დით. მოკ­ლედ, ას­რულ­და ოც­ნე­ბა და ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ. 2 თვის შემ­დეგ ჩემ­მა ბიჭ­მა გა­მო­მიცხა­და, - საცხოვ­რებ­ლად ცალ­კე უნ­და გა­და­ვი­დე­თო. ქვა ავაგ­დე და თა­ვი შე­ვუშ­ვი­რე, ბი­ნას არ გავ­ყი­დი-მეთ­ქი. - არაა სა­ჭი­რო, სი­მამ­რ­მა გვი­ყი­და 2-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნა წე­რე­თელ­ზე და იქ გა­და­ვალ­თო. ელ­და მე­ცა. ეს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავ­და და ისიც სხვა­გან მი­დი­ო­და საცხოვ­რებ­ლად. მე კი ამ­ხე­ლა ბი­ნა­ში მარ­ტო უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. შევ­თა­ვა­ზე, - მე გა­და­ვალ იმ პა­ტა­რა ბი­ნა­ში და აქ დარ­ჩით-მეთ­ქი, მაგ­რამ - უხერ­ხუ­ლიაო. მოკ­ლედ, მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი მძახ­ლის, ქალ­ბა­ტო­ნი ეკას აკ­ვი­ა­ტე­ბა იყო მა­თი ცალ­კე გა­დას­ვ­ლა და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ქმა­რი აიძუ­ლა, ბი­ნა ეყი­და. ბევ­რი ვიბ­რ­ძო­ლე, მაგ­რამ იმათ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნეს და გა­და­ვიდ­ნენ. კი ვნა­ხუ­ლობ­დი შვილ­საც და რძალ­საც, ისი­ნიც მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად, მაგ­რამ ჩვენ შო­რის რა­ღაც გაწყ­და. გა­ვაგ­რ­ძე­ლე ცხოვ­რე­ბა, რა­ღას ვი­ზამ­დი? შვილ­ზე გა­ნაწყე­ნე­ბულ­მა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მი­მე­ხე­და. ამ პე­რი­ოდ­ში "ფე­ის­ბუკ­ზე" ერ­თი მა­მა­კა­ცი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შევ­ხ­ვ­დით და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ლე სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, საყ­ვარ­ლე­ბი გავ­ხ­დით. ვი­ნა­ი­დან და რად­გა­ნაც მას ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, გათხო­ვე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია. კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი იმით, რაც მქონ­და. და­თო საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლიც გახ­ლ­დათ და მა­ნე­ბივ­რებ­და კი­დეც. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა და­მა­ლუ­ლი და თით­ქ­მის ყვე­ლამ გა­ი­გო. მარ­თა­ლია, ჩე­მი შვი­ლი ცო­ტა გა­მი­ნაწყენ­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე შე­მი­რიგ­და. ამას წი­ნათ, სულ რა­ღაც 2 კვი­რის წინ შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, რომ თურ­მე ჩე­მი მძა­ხა­ლი (ა­ნუ რძლის დე­და) ეკურ­კუ­რე­ბო­და ჩემს საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს და გა­და­უ­ბი­რე­ბია კი­დეც. და­თოს ღა­ლატ­ზე წა­ვას­წა­რი. მი­სი მან­ქა­ნა და­ვი­ნა­ხე ერთ-ერთ სას­ტუმ­როს­თან და და­ვუ­და­რაჯ­დი. იქი­დან კი ჩემს მძა­ხალ­თან ერ­თად რომ ვნა­ხე გა­მო­სუ­ლი, ლა­მის ინ­ფარ­ქ­ტი მი­ვი­ღე. მე­რე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რაც ვნა­ხე და ამი­ტომ მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე, მემ­ხი­ლე­ბი­ნა. წინ ავეს­ვე­ტე და ორი­ვე მაგ­რად გა­მოვ­ლან­ძღე. სათ­ქ­მე­ლიც არა­ფე­რი ჰქონ­დათ და და­თო მარ­ტო იმას მე­უბ­ნე­ბო­და, - ნუ ყვი­რი, ხალ­ხი გვი­ყუ­რებ­სო. რა თქმა უნ­და, და­თოს დავ­ცილ­დი. აღარ მო­ვინ­დო­მე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ის კი გა­ვი­გე, რომ ქალს უაქ­ტი­უ­რია და ისე "და­უთ­რე­ვი­ა" ჩე­მი კა­ცი. გა­გი­გო­ნი­ათ ასე­თი რა­მე? შვი­ლი წა­მარ­თ­ვა და ახ­ლა კა­ციც წა­იყ­ვა­ნა. ჩემს მტრად გა­ჩე­ნი­ლა ეგ ქა­ლი. არც კი ვი­ცი, სა­მა­გი­ე­რო რით გა­და­ვუ­ხა­დო. ამას წი­ნათ ვფიქ­რობ­დი, მი­სი ყო­ფი­ლი ქმა­რი ხომ არ გად­მო­ვი­ბი­რო-მეთ­ქი, მაგ­რამ ამით ალ­ბათ გულს ვერ ვატ­კენ და ტყუ­ი­ლად გა­ვებ­მე­ბი შარ­ში. არ მას­ვე­ნებს ამა­ზე ფიქ­რი, შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლით ვარ აღ­ვ­სი­ლი. თქვენ­თან თუ და­ი­ბეჭ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, იქ­ნებ წა­ი­კითხონ და მიხ­ვ­დ­ნენ, რო­გო­რი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნეს. არა­და, ნე­ტავ გაჩ­ვე­ნათ, რას ჰგავს. ძა­ლი­ან შე­უ­ხე­და­ვი ქა­ლია და რა მო­ე­წო­ნა და­თოს მი­სი, არ ვი­ცი. კი მითხ­რა, - შენ მიყ­ვარ­ხარ, მას­თან 1-2-ჯერ გა­ვიხ­ვან­ცა­ლეო, მაგ­რამ ჩე­მი მძახ­ლის "ნახ­მა­რი" კა­ცი რა ჯან­და­ბად მინ­და? ჰყავ­დეს და ღმერ­თ­მა შე­არ­გოს. თუმ­ცა, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ და რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვუ­ფუ­ჭებ. არე­ულ-და­რე­უ­ლად ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ იმე­დია, და­ა­ლა­გებ, მა­რი. ძა­ლი­ან გთხოვ, სუ­რა­თებს ნუ მომ­თხოვ, სა­ხე­ლე­ბი კი არ შე­მიც­ვ­ლია. თუ ძა­ლი­ან გავ­ბ­რაზ­დი, შე­საძ­ლოა, სუ­რა­თე­ბიც მო­გა­წო­დო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და უფ­რო ვრცლა­დაც მო­გიყ­ვე".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია