ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს

ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს

ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი - ელიშატ შაფაევი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქმე ნარკოტიკების ამოღებას ეხება.

სპეცოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის წინ დასრულდა. დაკავებული იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდოდ უახლოეს ხანში გაავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ