მშობლების საყურადღებოდ! - რეკომენდაციები გადამდები დაავადებებისა და ეპიდემიების თავიდან აცილების შესახებ

მშობლების საყურადღებოდ! - რეკომენდაციები გადამდები დაავადებებისა და ეპიდემიების თავიდან აცილების შესახებ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ასევე ეპიდემიის დაწყების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში.

"ეს აუცილებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელას მიმდინარე ეპიდაფეთქების პრევენციის მიზნით საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად უზრუნველყოთ: აღსაზრდელებისა და მოსწავლეების მისაღებად დამტკიცებული დოკუმენტაციის ჩამონათვალში (ფორმა 100/ა "ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", პუნქტში, "ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ") მონაცემების გადამოწმება ასაკობრივად ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ; ეპიდჩვენებით აცრების ჩატარების, ეპიდემიური აფეთქებების და/ან ეპიდემიების დროს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოთ ტერიტორიულ რაიონულ/მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ვაქცინაციისა და სხვა აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად მშობლებს გთხოვთ, გადაამოწმოთ ბავშვის ვაქცინაციის სტატუსი და ასაკის შესაბამისი აცრები ჩაუტაროთ თქვენს შვილებს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში; ასევე დროულად წარადგინოთ აცრების შესახებ სათანადო ინფორმაცია საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მოთხოვნის შესაბამისად სასწავლო პროცესის დაწყებამდე", - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია