გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეგობარ ქალზე, მაკა ჩიჩუაზე დაქორწინებას აპირებს. ინფორმაციის თანახმად, წყვილი ხელის მოწერას რამდენიმე დღეში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი უკვე წლებია ერთად ცხოვრებენ. მათ ერთმანეთი შვილებმა, მაშომ და ანამ გააცნეს და მათვე შეუწყეს ხელი წყვილის დაახლოებას.
"როგორც კი გიორგის დავუახლოვდი, მივხვდი, რომ უსასრულობის განცდა სიყვარულში ყოფილა შესაძლებელი. გიორგი დღითი დღე სულ უფრო მეტად მიყვარდება და ეს შეგრძნება არასდროს მთავრდება", - ამბობს მაკა ჩიჩუა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში (იხ. სტატია).
წყვილი პირველ საერთო შვილს ელოდება.