როცა ბავშვს ბაღში სიარული არ უნდა - გამოსავალი არსებობს

როცა ბავშვს ბაღში სიარული არ უნდა - გამოსავალი არსებობს

თქვენი პატარა უკვე საბავშვო ბაღში დადის. ბევრი ბავშვი ადვილად ეგუება ამ გარემოს, ბევრისთვის კი - ნამდვილი განსაცდელია. ბავშვი დღეს ენთუზიაზმის გარეშე იწყებს და უხასიათოდაა. ბაღისკენ წუწუნით, ხშირად ტირილითაც მოგყვებათ, ჯგუფში შესვლისთანავე კი იწყება ხვეწნა "დედა, არ წახვიდე", კივილი და ისტერიკა... ეს სურათი ბევრი დედისთვის ნაცნობია. ძნელია გაუძლო, თუმცა გამოსავალი არსებობს.

პირველ რიგში გააანალიზეთ, ნამდვილად ბავშვის პრობლემაა თუ ბაღის.

ბაღის პრობლემა

გაესაუბრეთ სხვა მშობლებს. აქვთ თუ არა იგივე პობლემები და კმაყოფილები არიან თუ არა აღმზრდელებით. როგორ ახასიათებენ ძიძას, უხეშად ხომ არ ექცევა ბავშვებს, მასწავლებელი ძალიან მკაცრი ხომ არ არის... სხვა მიზეზებიც ეძებეთ, რატომ არ უნდა ბაღში წასვლა.

ხომ გთხოვთ, ბაღში შენც დარჩიო... ჰოდა, მოელაპარაკეთ მასწავლებელს და მართლაც დარჩით. ბავშვს კი აუხსენით, რომ ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება. უთხარით, რომ ძალიან გაინტერესებთ მისი მეგობრების გაცნობა, იქაური საჭმელების გასინჯვა, მუსიკის გაკვეთილზე გართობა... პატარა მართლაც გაგიჟდება სიხარულით.

ისარგებლეთ იქ ყოფნით და კარგად დააკვირდით ბავშვის ქცევას. რა დამოკიდებულება აქვს თანატოლებთან, მასწავლებლებთან. ამასთანავე შვილის დასანახად "გაიცანით" მისი მეგობრები, გამოელაპარაკეთ, ერთი სიტყვით, რაც შეიძლება მხიარულად გაატარეთ დრო. თქვენი ვიზიტის შემდეგ ბავშვი უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს იმ გარემოში. შეგიძლიათ გარკვეული დროის შემდეგაც გაიმეოროთ ვიზიტი.

ალბათ, არ იქნებოდა ცუდი ტრადიცია, დღეში ერთი ან ორი მშობელი მთელ დღეს რომ ატარებდეს ბავშვებთან ერთად საბავშვო ბაღში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია