მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკიდან სპორტში წავიდა

 მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკიდან სპორტში წავიდა

ცხელი და მშვიდი ზაფხულის შემდეგ სხვადასხვა არხი ახალი სატელევიზიო სეზონისთვის შემართებით იწყებს მზადებას, მაყურებელიც დიდი გულისყურით ელის ახალ შოუებსა თუ გადაცემებს. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ყოფილი ტელეწამყვანი და ახლა უკვე ყოფილი პოლიტიკოსი მაგდა ანიკაშვილი ეკრანს უბრუნდება და გადავწყვიტე, ამ ამბის გასარკვევად დავკავშირებოდი...

- პოლიტიკიდან ვბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ სრულიად ახალი ფორმატის გადაცემითა და ახალი ამპლუით. მალე მაუწყებლობას დაიწყებს ახალი სპორტული ტელევიზია TV5, სადაც არა მხოლოდ უცხოური მატჩები გადაიცემა, იქნება გადაცემები ქართველ სპორტსმენებზე, ქართულ გუნდებზე, ქართულ სპორტზე. მე ვიქნები მთავარი თოქშოუს წამყვანი, რომელიც კვირაში ორჯერ გავა ეთერში. ჩემთვის ეს გარკვეულწილად დიდი გამოწვევა და საინტერესო სიახლეა, ახალ ტელევიზიასთან, პროექტთან, გუნდთან მექნება საქმე და ესაა პროექტის ხიბლი. ჩვენი გადაცემის კონცეფციის მიხედვით შევეცდებით, წარმოვაჩინოთ სპორტული პრობლემები, იქნება ეს ბიუჯეტთან, ინფრასტრუქტურასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან, სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა.

- გადაცემას როგორი ფორმატი ექნება?

- ეს იქნება კლასიკური თოქშოუ, მოწვეული სტუმრებით, სპორტში მომუშავე ჟურნალისტებით, პოლიტიკოსებით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია