ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ტელეწამყვანების უცნობი მეორე ნახევრები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ტელეწამყვანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ტელეწამყვანების მეორე ნახევრები საზოგადოებაში გამოჩენისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, მათ შესახებ ნაკლებად არის ცნობილი. ambebi.ge სწორედ მათზე გიამბობთ. 

ანი ქორქია და კახა ჩიქოვანი

ცნობილი ლამაზმანის და ტელეწამყვანის, ანი ქორქიას მეუღლე, კახა ჩიქოვანია. კახა ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. გარკვეული პერიოდი ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ცხოვრობდა. ანიმ და კახამ გაცნობიდან ერთ წელიწადში იქორწინეს და რამდენიმე თვის წინ ვაჟი, პატარა გიორგიც გაუჩნდათ.

გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია 2010 წელს ბიზნესმენ ვახო მჭედლიძეზე დაქორწინდა. ვახომ გვანცა რუსა მორჩილაძის შემოქმედებით საღამოზე გაიცნო.

ვახო მჭედლიძე ყოფილი მორაგბეა. ის ძირითადად, გასართობ ბიზნესში არის ჩართული, როგორც საქართველოში, ასევე ჩეხეთში. მას რამდენიმე კლუბი აქვს. იყო პოლიტიკაშიც, თბილისის საკრებულოს წევრიც გახლდათ, მაგრამ დაპირიპირების გამო "ნაციონალური მოძრაობა" წლების წინ დატოვა და ახლა მხოლოდ ბიზნესშია ჩართული. გვანცას და ვახოს ერთი ვაჟი, ერეკლე ჰყავთ.

თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე

თიკა ფაცაციას მეუღლე, დავით ანთელიძე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითქმის არასდროს ჩნდება. ერთადერთი შემთხვევა, როცა წყვილი ერთად დააფიქსირეს, წელს, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე მოხდა.

პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. ეს მოახერხა კიდეც და მისი ცოლად შერთვაც შეძლო. რის შემდეგაც წყვილი გარკვეული პერიოდით ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. დავით ანთელიძე ბიზნესმენია, თუმცა ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მას ლაგუნა-ვერეს საცურაო აუზზე ჰქონდა საკუთარი წილი. თიკას და დათოს სამი შვილი ჰყავთ.

აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე

მსახიობის და ტელეწამყვანის, აჩიკო სოლოღაშვილის მეორე ნახევარი ნუცა ქავთარაძეა. ნუცა პროფესიით ჟურნალისტია, ის რეჟისორ გოგი ქავთარაძის შვილიშვილია.

ნუცა ქავთარაძე ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შემდეგ ”რუსთავი 2”-ზე მუშაობდა. მომავალი მეუღლე სწორედ იქ გაიცნო და მალე დაქორწნდნენ კიდეც. ამჯერად კი იმედზე "დილის ქრონიკის" წამყვანია.

დიკო ჯოჯუა და ნიკა რამიშვილი

"კურიერის" წამყვანის, დიანა ჯოჯუას ქმარი 37 წლის ნიკა რამიშვილია. ის საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა, იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი. კომპანია იანვარში გაკოტრდა.

თამარ ბოჭორიშვილი

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა

"ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას..." - ივერი მელაშვილის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

8 თვის ორსული ნუცა ქავთარაძე მეუღლესთან ერთად წინანდალში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს წყვილი?