ავტორი:

8 თვის ორსული ნუცა ქავთარაძე მეუღლესთან ერთად წინანდალში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს წყვილი?

8 თვის ორსული ნუცა ქავთარაძე მეუღლესთან ერთად წინანდალში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს წყვილი?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ელოდებიან. წყვილი პატარას თებერვლის ბოლოს ელოდება. აჩიკოს და ნუცას ბიჭი ეყოლებათ.

"მე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერქვას სანი, ალექსანდრე... ძალიან შევიცვალე, იცით, როგორი აქტიური ვიყავი, სკოლაში თხასაც კი მეძახდნენ. ბოლო შვიდი თვეა ძალიან დადინჯებული ვარ. მაგრამ ისედაც არ მიჭირდა ტირილი და ახლა დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი..." - აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ ნუცა ქავთარაძემ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ზამთრის თბილ დღეებს 8 თვის ორსული ნუცა მეუღლესთან ერთად კახეთში ატარებს. აღსანიშნავია, რომ 8 თვის ნუცა საკმაოდ კარგ ფორმაშია. წინანდალში გადაღებულ ფოტოებს "ფეისბუქზე" აჩიკო სოლოღაშვილი ავრცელებს.

ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. წყვილმა 8 წლის წინ იქორწინა.

ცოლ-ქმარი სხვადასხვა არხზე მუშაობს და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ახალი სეზონიდან ნუცა "იმედის" დილის ეთერიდან გაქრა. თავდაპირველად, გავრცელდა ჭორი, წყვილის დაშორების შესახებ. ასევე ამბობდნენ, რომ ნუცაც "რუსთავი 2"-ზე გადავიდა, თუმცა არცერთი ინფორმაცია არ დადასტურდა.

საბოლოოდ, "იმედის" ეთერში ნუცამ აღიარა, რომ მისი ტელეეთერიდან გაქრობის მიზეზი სასიხარულო ამბავია - ის ორსულადაა და ბავშვს ელოდება.

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა