რა სიმპტომები აქვს ებოლას და არსებობს თუ არა ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება

რა სიმპტომები აქვს ებოლას და არსებობს თუ არა ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება

ებოლა იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსია, რომელიც იწვევს შინაგან და გარეგან სისხლდენას.

როდესაც ვირუსი სხეულში ვრცელდება, ის აზიანებს იმუნურ სისტემას და ყველა ორგანოს. შედეგად, სისხლის მოლეკულები სკდება, რაც იწვევს გაუკონტროლებელ სისხლდენას.

ებოლა დაავადების შემთხვევათა 90%-ში სიკვდილს იწვევს.

შესაძლოა თუ არა, რომ ებოლა საქართველოში გავრცელდეს

ჯერჯერობით ებოლას ვირუსი მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაშია ლოკალიზებული. ებოლა ქვეყნიდან ქვეყანაში შეიძლება გადავიდეს, თუ მგზავრებში დაავადებული ადამიანია. მაგრამ არსებობს პრევენციის გზები აეროპორტებში დაავადებული ადამიანების გამოკვლევისას.

ავიახაზების თანამშრომლებს გავლილი აქვთ ტრენინგი სიმპტომებთან დაკავშირებით და შეუძლიათ ვირუსის გადამტანის ამოცნობა. მათ აქვთ მითითება, რომ კარანტინში მოახვედრონ ყველა, ვინც საეჭვოდ გამოიყურება.

როგორ ხდება ებოლათი დაინფიცირება

ებოლა ისეთი გადამდები ვირუსი არაა, როგორც მაგალითად, გრიპი ან წითურაა. ის ადამიანებში კანზე შეხებით გადადის ან დაავადებული ცხოველის სხეულის ფლუიდებით. შემდეგ ადმიანიდან ადამიანზე იგივე გზით გადადის. ისინი, ვინც უვლიან ინფიცირებულს ან მარხავენ ებოლათი გარდაცვლილს, უმეტეს შემთხვევაში, თავადაც ავადდებიან.

ებოლათი ინფიცირება აგრეთვე შესაძლებელია დასნებოვნებულ ნემსზე შეხებით. ებოლა არ გადადის ჰაერით, წყლით ან საკვებით. ადამიანი, ვისაც აქვს ებოლა, მაგრამ არ გააჩნია სიმპტომები, არ არის გადამდები.

როგორია ებოლას სიმპტომები

თავიდან ებოლა გრიპივით იწყება. სიმპტომები იკვეთება 2-დან 21-მდე დღის განმავლობაში. დაინფიცირების მთავარი მახასიათებლებია: მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ყელის გამოშრობა, სისუსტე, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა.

როდესაც დაავადება მწვავდება, იწყება შინაგანი სისხლდენა. აგრეთვე სისხლდენა მიმდინარეობს თვალებიდან, ყურებიდან და ცხვირიდან. ზოგი ინფიცირებული ახველებს ან აღებინებს სისხლს, აღენიშნება სისხლიანი დიარეა და გამონაყარი.

როგორ ხდება ებოლას დიაგნოსტიკა

ზოგჯერ მხოლოდ სიმპტომებით რთულია თქვა, ადამიანს აქვს თუ არა ებოლა. ექიმებმა უნდა ჩაატარონ გამოკვლევა, რომ გამორიცხონ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა ან მალარია. სისხლის გამოკვლევით შესაძლებელია ებოლას ვირუსის დადგენა. მათ, ვისაც ებოლა აღენიშნება, საზოგადოებისგან იზოლაციაში ხვდება, რომ აღიკვეთოს ვირუსის გავრცელება.

მომზადებულია webmd.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია