ქობულეთში, მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს

ქობულეთში, მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს

მუფთი ჯემალ პაქსაძე - მუსლიმები გულნატკენები ვართ. მუფთი ჯემალ პაქსაძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, სამართალდამცველებს და პარლამენტს ქობულეთში მომხდარ ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯემალ პაქსაძემ განუცხადა, დროულად უნდა მოხდეს ფაქტის "ჩაქრობა", რათა რელიგიურ ნიადაგზე ქართველებს შორის დაპირისპირება არ წარმოიშვას. მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია მუსლიმურ პანსიონთან ღორის დაკვლა და რომ მსგავსი შემზარავი ფაქტი საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა.

"შეურაცხმყოფელია, მუსლიმების პანსიონთან ღორის დაკვლა. ჩვენს რწმენაში ეს მიუღებელია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს შენობა, ეს ინდივიდუალური აზრია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ასეთი ცუდი და შემზარავი ფაქტი არ მოხმდარა. ტელეფონზე ზარი არ ჩერდება, ასევე, მოდის მრევლი და გვეკითხება, ასეთი შეურაცხყოფა როგორ მოგვაყენესო. ძალიან ცუდი ფაქტია. ვთხოვ ქვეყნის პრემიერს, სამართალდამცველებს, პარლამენტს, დროულად მოახდინონ ამ ფაქტის ჩაქრობა, რომ კიდევ ერთხელ რელიგიურ ნიადაგზე არ წარმოიშვას ქართველებს შორის დაპირისპირება. თუ ჩვენ ნიჭიერი და გონიერი ქართველები ვართ, ურთიერთპატივისცემა უნდა გაგვაჩნდეს. მუსლიმები გულნატკენები ვართ", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

მისივე თქმით, ქობულეთში პანსიონის მშენებლობის შესახებ საქმის კურსში იყო რელიგიის სააგენტო და სამუფთო. ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ პასნიონი მოსწავლეებს სასკოლო განათლების მიღებაში უწყობს ხელს და დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საათით უტარდებათ რელიგიური გაკვეთილები.

"არა მხოლოდ სამუფთო, რელიგიის სააგენტოც საქმის კურსშია ამ პანსიონთან დაკავშირებით. პანსიონის ხელმძღვანელს, რამაზ კაკალაძეს ჰქონდა შეხვედრები. საქართველოში რამდენიმე პანსიონია, ის არ არის მინარეთი, არც მეჩეთი, არც მედრესე. იქ ცხოვრობენ ბავშვები. დილიდან შუადღემდე სკოლაში სწავლობენ, პანსიონში ბრუნდებიან და სადილს მიირთმევენ, რის შემდეგაც 2 საათით ადგილზე რელიგიურ გაკვეთილებს ესწრებიან. ამის შემდეგ მომდევნო დღის სასკოლო გაკვეთილებს ამზადებენ. მსგავსი პანსიონები მოსწავლეების განათლებას უწყობს ხელს", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

დღეს, ქობულეთში, მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარებზე დაამაგრეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია