საქ­ვეყ­ნოდ ახ­ს­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამბავი

საქ­ვეყ­ნოდ ახ­ს­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამბავი

მახ­ვი­ლი თვა­ლი არ გჭირ­დე­ბა, რომ რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის გზის საკ­მა­ოდ გრძელ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო წარ­წე­რე­ბი შე­ნიშ­ნო.

პირ­ვე­ლი წარ­წე­რა ფო­ნი­ჭა­ლა­შია, ბილ­ბორ­დ­ზე - "ნი­ნი მიყ­ვარ­ხარ".

თუ შერ­ლოკ ჰოლ­მ­სის "დედ­უ­ქცი­ურ მე­თოდს" გა­მო­ვი­ყე­ნებთ, იოლი მი­სახ­ვედ­რია, რომ გო­გო­ნა ამ უბან­ში უნ­და ცხოვ­რობ­დეს, რად­გან რუს­თა­ვი­დან ფო­ნი­ჭა­ლამ­დე სხვა წარ­წე­რა არ­სა­დაა. თუმ­ცა, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, არც რა­ი­მე ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა და შეყ­ვა­რე­ბულ­მა რო­მე­ომ სწო­რედ პირ­ველ­სა­ვე მო­სა­ხერ­ხე­ბელ ად­გილ­ზე და­ტო­ვა საქ­ვეყ­ნო მე­სი­ჯი, თა­ვი­სი ჯუ­ლი­ე­ტას­თ­ვის.

ამ ბილ­ბორ­დის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ეზო­დან გა­მო­სას­ვ­ლე­ლია და გზის ნა­პირ­ზე მდგა­რი მა­ღა­ზი­ის კე­დელ­ზე, ისევ მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რა გვა­უწყებს: "მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ ამ სიყ­ვა­რულს იაფი სცე­ნის სურ­ნე­ლი ას­დის".

ისევ "დე­დუქ­ცი­ურ მე­თოდს" თუ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, ნი­ნი ამ ეზო­ში უნ­და ცხოვ­რობ­დეს...

რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, ეს ოთარ ჭი­ლა­ძის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ლექ­სის - "გა­მოთხო­ვე­ბა" - მი­ხედ­ვი­თაა და­წე­რი­ლი... თუმ­ცა, ცო­ტა გა­და­კე­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ წარ­წე­რის ავ­ტორს უგ­რ­ძ­ნია:

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

მაგ­რამ ამ სიტყ­ვას ახ­ლა

იაფი სცე­ნის სურ­ნე­ლი ახ­ლავს...

ამ­ბობს გე­ნი­ო­სი შე­მოქ­მე­დი... წარ­წე­რის ავ­ტორს კი თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვა აქვს, თუმ­ცა გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არაა, სიყ­ვა­რუ­ლი ხომ აბ­რ­მა­ვებს, აყ­რუ­ებს და ამუნ­ჯებს ადა­მი­ანს...

5-6 კი­ლო­მეტ­რის შემ­დეგ ავ­ტოპ­რო­ფი­ლაქ­ტო­რი­უ­მის კე­დელ­ზეც მოზ­რ­დი­ლი წარ­წე­რაა - "შენ ზღვას ჰგავ­ხარ დამ­შ­ვი­დე­ბულს. ნი­ნი" და რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში, - ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ის კე­დელ­ზე - "სულს მოქ­ცემ".

ნუ, აქ ეს "ქ" ცო­ტა "უ­ტე­ხავს" ავ­ტორს, მაგ­რამ გუ­ლი­თაა და­წე­რი­ლი და ალ­ბათ ეპა­ტი­ე­ბა.

კი­დევ 2-3 კი­ლო­მეტ­რ­ში, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის კე­დელ­ზე ვრცე­ლი წარ­წე­რაა - "იმ­დენს ვფიქ­რობ, რომ შე­მიძ­ლია, შე­გე­ხო"...

ყველ­გან, სა­დაც ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე, ვი­კითხე, - წარ­წე­რის ავ­ტორს ხომ არ იც­ნობთ-მეთ­ქი? მხრებს იჩეჩ­დ­ნენ - არაო...

გზის მთელ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ასე­თი­ვე ფე­რის სა­ღე­ბა­ვით, "სხვა თე­მა­ზე" ერ­თი წარ­წე­რაა მხო­ლოდ - "ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ა"...

იქ­ნებ წარ­წე­რე­ბის ავ­ტო­რი იქ მუ­შა­ობს?

მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სოა, ვი­ნაა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი რო­მეო...

გაჭ­რა თუ არა სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნის ასეთ­მა მე­თოდ­მა და უპა­სუ­ხა თუ არა მის გრძნო­ბებს ნი­ნიმ...

თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რე­ბა, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენთ მა­თი ცალ­მ­ხ­რი­ვი თუ ორ­მ­ხ­რი­ვი (ი­მე­დი­ა) სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს.

მოკ­ლედ, ჩე­მი ვერ­სია ასე­თია ("დე­დუქ­ცი­უ­რი მე­თო­დით" რომ და­ვად­გი­ნე) - ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­მუ­შა­ვე, ახალ­გაზ­რ­და, რო­მან­ტი­კუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც უყ­ვარს ოთარ ჭი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა და არ უყ­ვარს სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მცხოვ­რებ ნი­ნი­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... ის კი სა­ვა­რა­უ­დოდ, მის გრძნო­ბას არ პა­სუ­ხობს...

ისე, ნე­ტავ, ნი­ნიმ იცის, რომ ეს წარ­წე­რე­ბი მას ეკუთ­ვ­ნის?

და ბო­ლო წარ­წე­რა - "მე ვაფ­რენ"...

რო­მეო! სიყ­ვა­რულ­მა შენ კი არა, გა­და­რია ტა­რი­ე­ლი...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია