პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად - დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად  - დავით უსუფაშვილი

ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობს იმ დოზით და იმ ფორმით, რაზეც მთავრობა იქნება თანახმა, რაშიც მთავრობას დასჭირდება პრეზიდენტის დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. ასე უპასუხა მან კითხვას, მოქმედი კონსტიტუციით ვინ უნდა წასულიყო გაერო-ში.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას აქვს სრული უფლება და საშუალება მოგზაურობის, შეხვედრების თავის კოლეგებთან.

"მაგრამ, პრობლემა იმაშია, თუ იმ შეხვედრისას მთავრობისგან არა აქვს თანხმობა, მაგალითად, მოდი ვილაპარაკოთ ბიზნეს-კონტაქტების გაღრმავებაზე, მოდი გავაფორმოთ ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლაზე და ა.შ ეს არის საკითხები, რომელიც მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაშია. ამიტომ, შეიძლება იყოს ორი ტიპის ვიზიტი პრეზიდენტის, მაგალითად, პოლონეთში. ეს არის ის, როდესაც ის ჩადის იქ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაღაც დღესასწაულს ულოცავს ადგილობრივ ლიდერს ან გასვენებაა სერიოზული პოლიტიკოსის, ან რამე მსგავსი ღონისძიებაა. ეს არის ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე შეუძლია ჩასვლა, მაგრამ თუ პრეზიდენტი მიემგზავრება მაგალითად სავალუტო ფონდის თავმჯდომარესთან შესახვედრად, სავალუტო ფონდი მოგეხსენებათ ფრიად საქმიანი ორგანიზაციაა, ეს ის თემატიკაა, რომელიც მთავრობის კომპეტენციაა, მთავრობისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანხმობა და პრეზიდენტს რა თქმა უნდა შეუძლია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ: კლიმატის ცვლილებების სამიტზე მე უნდა წავსულიყავი - დავით უსუფაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა