"ამხელა თანხას სწავლასა და წიგნებში ვერ გადავიხდიდი..." - ცნობილი მამების სასკოლო სამზადისი

"ამხელა თანხას სწავლასა და წიგნებში ვერ გადავიხდიდი..." - ცნობილი მამების სასკოლო სამზადისი

დაიწყო ახალი სასწავლო წელი და თანდათან ნელდება წინასასკოლო სამზადისის ციებ-ცხელება, სამაგიეროდ, მოსწავლეებისთვის აჩქარდა რიტმი. როგორც წესი, სწავლის, სხვადასხვა წრის შერჩევის და მსგავს საკითხებში დედები აქტიურობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან შევიტყვეთ, არც მამები ჩამოუვარდებიან მათ, აქტივობასაც იჩენენ და ყურადღებასაც არ აკლებენ შვილის განათლების მიღების პროცესს.

ზურა ხაჩიძე: "ანასტასია გაკვეთილზე მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს“

- მოგეხსენებათ, სწვლა ნაადრევად შეწყდა სკოლებში, საკმაოდ გრძელვადიანი არდადეგები გამოუვიდათ ბავშვებს, ეს პერიოდი კი ანასტასიამ ნაყოფიერად გამოიყენა. დასვენების პერიოდში ყურადღებას ვაქცევდი, რომ კლასგარეშე ლიტერატურა წაეკითხა, ამოეხსნა ამოცანები, გაცნობოდა ბევრ წიგნს. როცა დრო მაქვს, ყველანაირად ვცდილობ, ჩავერთო მისი განათლების საკითხში, მაგრამ თუ დაკავებული ვარ, მაშინ ბოლომდე ჩემს მეუღლეზეა ეს საკითხი მინდობილი.

ზაფხულში, დასვენების პერიოდში ხათუნამ იზრუნა ყველა იმ დეტალზე, რაც ბავშვს სასკოლედ დასჭირდებოდა, წინასასკოლო სამზადისს ხათუნა და ანასტასია აგვარებენ ერთად, მაგ საკითხში არ ვერევი, როგორც ვიცი, ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ.

- თუ ეხმარებით ხათუნას, ანასტასიას იმის გადაწყვეტაში, რომელ წრეზე იაროს ბავშვმა?

- კი. ანასტასიას გაჭირვებით არც ერთი საგანი არ უჭირს, წარჩინებით დაამთავრა როგორც პირველი, ასევე მეორე კლასი, ბაღშიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით, მუსიკალური და თეატრალური ნიჭით. მის სისუსტედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გაკვეთილზე, ამოცანებს და ზოგადად, მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს, ეს მასწავლებლისგან ვიცი. რაც შეეხება წრეებს, ანასტასია ფრანგულ "ეკზიუპერის სახელობის სკოლაში" დადის, სადაც უამრავი წრეა, მათ შორის ჩემმა შვილმა ხატვა შეარჩია, ასევე ჩემი და მისი ერთობლივი სურვილით დადის ვიოლინოზე, მინდა, კლასიკური მუსიკალური განათლება მიიღოს.

- ბავშვი რამდენად გახსნილია თქვენთან?

- ვერ ვიტყვი, რომ წარჩინებული მამა ვარ და ყოველ საღამოს გაკვეთილებს ვიბარებ, ამაში გვეხმარება დამხმარე ქალი, ქალბატონი ტანია და ასევე ბებია. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში მე გამომყავს სკოლიდან და ყოველთვის მიყვება რა ხდებოდა იმ დღეს, რა ეწყინა, რა გაუხარდა – ყველაფრის საქმის კურსში ვარ. პატარაობიდანვე მე და ანასტასიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ბავშვი ყველა საკითხში გახსნილია ჩემთან.

ხვიჩა მაღლაკელიძე: "წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული"

- წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული, ასე რომ არ იყოს, ამხელა თანხას ცალკე მის სწავლაში და ცალკე მის წიგნებში ვერ გადავიხდიდი. ასე რომ, მამაა ძირითადად ამ საქმეში ჩართული, დედაც თვისთავად, რადგან კივის-წივის, ისწავლე, წიგნი გადაშალე, ამოდი ეზოდან და ა.შ. მაგრამ მამა ფინანსურ მხარეს აგვარებს.

- დაახლოებით რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება, უხეშად მაინც რომ ვთქვათ, რა თანხასთან გვაქვს საქმე?

- უხეშად კი არა, ეგ უნდა თქვა სევდით, მოსასამძიმრებელი ტონით. ჩემი შვილი დადის კერძო "მწვანე სკოლაში", სადაც წელიწადში 2800 ლარს ვიხდი. მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ, უმაღლეს დონზეა სწავლა, ბავშვი ისეთი მონდომებულია, დილით სკოლაში პირველები ეგ და დარაჯი მიდიან, უყვარს იქ ყოფნა, კარგი გარემოა. ვინაიდან სკოლა საჯარო არ არის, გვიწევს წიგნების ყიდვა, ეს ცალკე დაახლოებით 200 ლარი ჯდება, თან ისეთი სისტემა აქვთ შემუშავებული, წიგნს თავისი რვეული მოჰყვება, რომელიც აუცილებლად უნდა შევიძინოთ, წიგნთან არსებულ რვეულში უნდა ამოხსნას ბავშვმა 2-ჯერ ორი რომ ოთხია, სხვა რვეულში არ ამოიხსნება... გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში ტუალეტის ქაღალდისფერი რვეულები რომ იყო, უკანა ყდაზე გამრავლების ტაბულა, რომ ეწერა?! მოხევდი, ტუალეტსაც მოილევდი და ცოდნასაც მიიღებდი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის (იცინის).

გაგრძელება

იხილეთ სიახლეები თემაზე: ახალი სასწავლო წელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია