"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"

"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"

22 წლის გიგა ზარხოზაშვილსა და პოლიციელებს შორის, გორის ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამო, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ზარხოზაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

10 სექტემბერს გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავარიაში მოყოლილმა გიგა ზარხოზაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

გიგა ზარხოზაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ზარხოზაშვილი არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას და მომხდარის შემდეგ მიმალვას ცდილობდა.პროკურორის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს გიგა ზარხოზაშვილის დედა

მარინა გაგლოშვილი:

- როდესაც ჩემმა შვილმა ავარია მოახდინა, მეც იქვე ვიყავი. გორის ბაზრობაზე ვმუშაობ. გარემოვაჭრე ვარ... როგორც კი ჩემი შვილის მანქანა დავინახე, მაშინვე მივვარდი, მაგრამ მანქანაში აღარ იჯდა, - თურმე მეგობარი ბიჭისთვის 2 ლარი გამოურთმევია და სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში შესულა.

- სამი მანქანის დამტვრევის შემდეგ?

- დიახ, როგორც კი სიგარეტი იყიდა, პატრულის მანქანა თავად გაუჩერებია. თავისი ფეხით, პატრულთან ერთად იუსტიციის ეზოში შესულა და უთქვამს, რომ ავარია მომივიდაო. გიგა შემთხვევის ადგილზე პატრულის მანქანით მოვიდა, იქვე მდებარე აფთიაქის კამერაზე ამის ამსახველი კადრებიც არის. ამიხსნან ერთი, რანაირად აპირებდა ჩემი შვილი გაქცევასა და ადგილიდან მიმალვას, როდესაც მანქანა იქვე ჰყავდა დატოვებული?.. მეც იქ ვიდექი, გიგა პატრულმა რომ მოიყვანა. უამრავი ადამიანი ვიყავით გარშემო შეკრებილი, რადგან მანქანას დაჯახების შემდეგ, გაზის ბალონი დაზიანდა და ჟონავდა. გარშემომყოფებს შეეშინდათ, არ აფეთქდესო... ვიცოდი, რომ გიგა ნასვამი იყო და პატრულს ვუთხარი კიდევ, ნასვამია და არაფერი დაუშავოთ, თავისით ჩაჯდება მანქანაში-მეთქი. თავად ახალი ნაოპერაციები ვარ, მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... ამ სიტყვების დასრულება ვერც კი მოვასწარი, რომ ერთ-ერთმა პატრულმა ხელი მკრა. ამას თვალი მოჰკრა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია... ამ სურათის შემყურე მისი მეუღლეც ცუდად გახდა და გული წაუვიდა. გიგამ მისკენაც გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს. ამ გაწევ-გამოწევაში, თუკი ვინმე მოხვდათ ხელში, ყველას დაერივნენ, რათა მაქნანაში ჩაეგდოთ. სასოწარკვეთილი ვკიოდი, - სხვებს რაღას ერჩით, თავი დაანებეთ, ჩემი შვილი იჯდა მხოლოდ მანქანაში და ის წაიყვანეთ-მეთქი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ