სავალდებულო ავტოდაზღვევა 2015 წლის 1 მარტიდან აღარ ამოქმედდება

სავალდებულო ავტოდაზღვევა 2015 წლის 1 მარტიდან აღარ ამოქმედდება

სავალდებულო ავტოდაზღვევა მომავალი წლის 1-ლი მარტიდან ვერ ამოქმედდება, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს პროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ.

გაზეთ "ალიას" ესაუბრება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ურფოსი ლაშა ნიკოლაძე.

- ამ კანონის ამოქმედებას ახლავს ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ კანონს აამუშავებს. სიმარტივისათვის რომ გითხრათ, შეეხება ე.წ. მწვანე ბარათის ბიუროს ამოქმედებას. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც აფინანსებენ სადაზღვევო კომპანიები თავიანთი პრემიიდან. ეს ბიურო გადაიხდის ზარალებს დაუზღვეველი, განუბაჟებელი, დაუდგენელი ან გატაცებული ავტომობილების მიერ მიყენებული ზიანის დროს. რა დააშავა დაზარალებულმა, თუკი მას დაეჯახა მანქანა, რომელიც განუბაჟებელი ან გატაცებულია? ან დაუდგენელი ავტომობილი დაეჯახა და გაიქცა და არ არის ამ ავტომობილის მფლობელის ვინაობა ცნობილი. შესაბამისად, ასეთი სტრუქტურის ფორმირება, რომელიც მთელ საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს, უკვე იწვვს გვერდით მოვლენებს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. მეორე გვერდით მოვლენაა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება, საპატრულო პროგრამასთან.

- ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათი ავტომობილები უკვე 2015 წლის 1-ლი მარტიდან დაზღვეული უნდა ყოფილიყო. რა სტადიაშია კანონპროექტის მომზადება?

- რთულ პროცესებთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთი გვერდითი მოვლენაა, გაფორმებისა და ღირებულებების საკითხი. პრემიის გამოთვლის საკითხს, რომელიც უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, სჭირდება სპეციალური სადაზღვევო მათემატიკა. პრემიის გადასახადი დამოკიდებულია დაფარვის ღირებულებაზე. სიტყვაზე, თუ მილიონიანი ლიმიტით არის დაფარვა, ერთ პრემიაა, თუ ათმილიონიანით, მეორე პრემია და ა.შ. ახლა სწორედ ამაზე მიდის მუშაობა, რომ პარლამენტს რამდენიმე სცენარი შევთავაზოთ და მან შეარჩიოს საზოგადოებისთვის ყველაზე სასარგებლო და ოპტიმალური ვარიანტი. ის, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნება ასევე სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურების დროს.

მაგალითად, სომხეთში ქონებრივ ზარალზე მხოლოდ 6000-იანი ლიმიტია დაწესებული, გერმანიასა და საფრანგეთში ლიმიტი საერთოდ არ არსებობს. ანუ პირობითად რომ ვთქვათ, მილიარდიანი ზარალი რომ მიიღოს ადამიანმა, მილიარდი უნდა გადაიხადოს სადაზღვევო კომპანიამ. შესაბამისად, ამ ყველაფერს ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება. პროექტის ჩონჩხზე მუშაობა დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, დებულების ჩამოყალიბება, ეს ყველაფერი კი მიმდინარეობს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ვინაიდან ამის რეგულირება მათი და სახელმწიფოს მხრიდან ხდება.

- თუ არის განსაზღვრული, რა დაუჯდებათ ავტომობილის მფლობელებს მანქანის დაზღვევა?

- ჯერ არ არის დადგენილი. ეს თანხები დამოკიდებულია ბოლო რამდენიმე წლის ყველა ავარიის, მათი შეფასებით, ყველა სამედიცინო დაზიანების, ადამიანების გარდაცვალებებისა და ინვალიდობების რაოდენობის სტატისტიკაზე, რომელიც მოსაპოვებლადაც კი რთულია. ჩვენ მინიმუმ 3 ვარიანტს შევთავაზებთ პარლამენტს.

- უხეში გათვლებით როდისთვის შეიძლება ველოდოთ პარლამენტში დოკუმენტის შესვლას?

- ამ წლის ბოლომდე გაცილებით ცხად და ნათელ სურათს დავდებთ იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს პარლამენტმა, მე ვვარაუდობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ტექნიკური საკითხი დასრულდება და შემდეგ უკვე მზაობა იქნება, რომ სიტყვაზე, ორი თვის შემდეგ უკვე რეალიზება დაიწყოს ამ კანონმა...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია