"დუმის" მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით

"დუმის" მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით

ქართველი დედისგან ქართული ცეკვის, დღესასწაულებისა და თამადობის სიყვარული ერგო, აფხაზი მამისგან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება.

სოხუმში დაბადებულმა და ბათუმში გაზრდილმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ოთარ არშბამ, რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში, 2,5 მილიარდიანი ქონებით, მეცხრე პოზიცია დაიკავა. რუსული "ფორბსის" თანახმად კი მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება.

მოსკოვში მცხოვრები ოთარ, იგივე თენგიზ არშბა, რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატია. როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს საქართველოსა და რუსეთში, აქვს ოთხი ფეშენებელური სახლი მოსკოვში, ორი კერძო სახლი კი საქართველოში, ჰყავს პირადი დაცვა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა, არის დაახლოებით 10-მდე მსხვილი კომპანიისა და რამდენიმე მედიასაშუალების აქციების მფლობელი, მათ შორის ტელეკომპანია "ტვ მოსტის" 50%-ის.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2007 წლისთვის ოთარ არშბა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, რომელმაც სამი წლის განმავლობაში, სამ მილიონ რუბლზე მეტი გამოიმუშავა. მიმდინარე წელს კი ის ყველაზე მდიდარი დეპუტატია სვერდლოვსკის ოლქიდან.

59 წლის ოთარ არშბა სოხუმში, აფხაზი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა. კითხვაზე, ვინ ხართ ეროვნებით, არშბა პასუხობს, რომ რუსეთის მოქალაქეა.

"დედისგან ცეკვისა და ლამაზი დღესასწაულების, თამადობის სიყვარული მერგო, მამისკან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება. ვფიქრობ, რომ ამ ორი კულტურის შერწყმამ სასურველი შედეგი გამოიღო", - აცხადებს არშბა.

ბავშვობის წლები ბათუმში გაატარა, ზაფხულობით კი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ აფხაზეთს და არდადეგებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში ატარებდა. მკაცრი აფხაზი ბებია შვილიშვილს ყოველდღე შეშის ჩეხვასა და საქონლის მოვლას ავალებდა. სწორედ ბებიას უმადლის ოთარ არშბა, რომ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავა შრომის სიყვარული.

ბათუმის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ არშბების ოჯახი საცოხვრებლად მოსკოვში გადაბარგდა, ახალგაზრდა ოთარი კი მამის კვალს გაჰყვა - სწავლა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკ/КГБ) გააგრძელა.

სუკ-ის თანამშრომელი ძალიან ადრეულ ასაკში "გავიდა პენსიაზე" - 1994 წელს ოთარ არშბამ ახალი პოროფესია აირჩია და მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო-საბანკო სკოლა დაამთავრა. ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ, მან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალიზება დაიწყო. 2003 წელს ოთარ არშბა რუსეთის დუმის დეპუტატად აირჩიეს პარტია "ერთიანი რუსეთიდან". 2007 წლიდან მეხუთე მოწვევის რუსეთის პარლამენტის დეპუტატია.

დროთა განმავლობაში, პოლიტიკოსის კარიერის პარალელურად, ოთარ არშბა თავის პირვანდელ პროფესიას - ეთნოკონფლიქტოლოგის სპეციალობას დაუბრუნდა და ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებზე მუშაობა დაიწყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია