საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია

საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია

ქუთაისის საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გაქცეული პატიმარი ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დააკავეს. ამ დროისთვის ის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. გარკვეული პროცედურების შემდეგ ბადრაგის მიერ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით კი, გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, დღეს, გამთენიისას მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ