ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეებმა კვერცხები დაუშინეს (+ვიდეო)

ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეებმა კვერცხები დაუშინეს (+ვიდეო)

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს. ლუკა კურტანიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა, იგი სპორტსმენებმა "სირცხვილის დერეფანში" გაატარეს. კურტანიძემ შენობაში შესვლა სამართალდამცავების დახმარებითა მოახერხა. ადგილზე იმყოფება ათზე მეტი საპატრულო პოლიციის ეპიკაჟი, შენობის პერიმეტრზე რჩებიან მოჭიდავეები, რომლებიც კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა აღნიშნა, ლუკა კურტანიძემ ჭიდაობა მოსპო და რაც მას ევალება, იმის ნახევარიც არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, შენობაში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი მწვრთნელების დანიშვნაა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა