ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის სასურველ პოლიკლინიკასა და თუ ამბულატორიაში დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თავისი თანხმობით ან თანხმობის გარეშე დარეგისტრირებულია ამა თუ იმ პოლიკლინიკაში, შეუძლია, არასასურველი რეგისტრაცის გაუქმების მიზნით მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს (ჯავახიშვილის N51ბ, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70ა, ბოჭორმის ქუჩა N8) და დარეგისტრირდეს მის მიერ შერჩეულ პოლიკლინიკასა თუ ამბულატორიაში.

სასურველ პოლიკლინიკაში დარეგისტრირება ხდება სპეციალურად შემუშავებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსების საფუძველზე. რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პოლიკლინიკის) მიერ დარეგისტრირებულია თავისი თანხმობის გარეშე, მას შეუძლია რეგისტრაცია მყისიერად გააუქმოს და ამისათვის უნდა მიმართოს არა პოლიკლინიკას, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს.

ასევე კერძო სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტისას, იმისათვის, რომ დაზღვეულმა ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან უნდა წარადგინოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრში, ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მისამართზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია