"მიშას მეფობისას დაგიძახებდნენ ქორწილში და უნდა მისულიყავი" - რას ყვება თემურ წიკლაური ქორწილის კადრებზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

"მიშას მეფობისას დაგიძახებდნენ ქორწილში და უნდა მისულიყავი" - რას ყვება თემურ წიკლაური ქორწილის კადრებზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

youtube-ზე John Smith სახელით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა ატვირთა ვიდეო, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ქორწილია ასახული. ვიდეო სავარაუდოდ 2012 წელსაა გადაღებული, რადგან სოსო თოფურიძე ბაჩო ახალაიას სადღეგრძელოში თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ულოცავს. კადრებში ასევე ჩანან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. წვეულების სტუმრები საქართველოს პრეზიდენტის სადღეგრძელოს სკამებზე ასულები სვამენ.

კადრებში ჩანან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: ბუბა კიკაბიძე, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო ჩხეიძე, რომლებიც წვეულების სტუმრებს მუსიკალური ნომრებით ართობდნენ...

კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... განსაკუთრებით გააკრიტიკეს თემურ წიკლაური, რომელიც ქორწილში საქართველოს ჰიმნს ასრულებს... საზოგადოების მწვავე კომენტარებს თავად მომღერალი ასე გამოეხმაურა:

- მე მილიონ ქორწილში ვარ ხოლმე, თქვენ შემოგევლეთ... არც მახსოვს, სად იყო ეს ქორწილი, ვისი იყო, რას ვასრულებ... მეგის ქარდავა ვინ არის?

- მეგის ქარდავა მაღალჩინოსანი იყო, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა...

- რას ლაპარაკობთ, მართლა?! და მერე მე იქ ვარ?

- დიახ, საქართველოს ჰიმნს ასრულებთ...

- მერე საქართველოს ჰიმნს რა ჯობია?! რას ვიზამთ ახლა, საზოგადოების მხრიდან თუ ამას კრიტიკა მოჰყვა, რა ჩემი ბრალია?!

მე დამიძახებენ ქორწილში და მივდივარ, სად ვარჩიო, ვინ ვინ არის?!

მეგის ქარდავას პირადად ვიცნობ კი არა, ვერც ვიხსენებ. არც ის მახსოვს, ქორწილში როდის ვიყავი... ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა, იქ ვიმღერებ და როცა მინდა!... ყველა ჩემიანია..

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია