"თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი - ქალი. "თავისუფალი თაობის" წევრების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი ზონის" ოფისის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს. დაკავების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები წავიდნენ, რომლებმაც აღნიშნული ხმაურით და ყვირილით გააპროტესტეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია აქციის ცხრა მონაწილე. პირველი სამი ნიკა მელიას ბანერის შეღებვის მცდელობის გამო იქნა დაკავებული.