აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია. დილის 04:00 საათისთვის აჭარაში ამინდი გაუარესდა, წვიმს და ქარი გაძლიერდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, ქალაქის უბნების დატბორვასთან დაკავშირებით კი, სამაშველო სამსახურში ჯერ შეტყობინება არ შესულა.

"დაახლოებით სამი საათია, გადაუღებლად წვიმს. შტორმი მიუახლოვდა 5 ბალიან ნიშნულს. ძლიერი ქარის შედეგად ხელვაჩაურში, მაჭახელაში წაქცეულია ხე, ასევე, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე წაიქცა ხე და ქობულეთსა და ფიჭვნარში წაიქცა ხეები. სამაშველო სამსახურის მიერ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დატბორვებთან დაკავშირებით შეტყობინებები ჯერ არ შემოსულა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე განმარტებით, ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს.

"კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გადის, მობილიზებულია ტრაქტორები, იმიტომ, რომ თუ შტორმი 5 ბალიან ნიშნულს გასცდება, ზღვა აუცილებლად ამოყრის ნატანს და ჩახერგავს გასასვლელებს. ტრაქტორები მობილიზებულია, რომ კოლექტორების გაწმენდა უზრუნველყონ", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოფისი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია