ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს

ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშობელმა თავის შვილებს თანაბრად გაუნაწილოს სითბო, სიყვარული და ყურადღება. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც არ აღმოჩნდნენ მშობლების "ფავორიტთა" რიცხვში, შემდგომში უფრო ხშირად ჰქონდათ პრობლემები ალკოჰოლურ, ნარკოდამოკიდებულებასთან, ფსიქიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ამერიკელმა მეცნიერებმა მშობლებს მოუწოდეს, არ გადაამეტონ ერთი რომელიმე შვილის სიყვარულში და არ დაჩაგრონ ამ მხრივ მეორე შვილი, როგორიც არ უნდა იყოს ის.

იმ ბავშვებს, რომლებსაც დედა და მამა ნაკლები ყურადღებითა და სითბოთი ეპყრობიან, ან მუდმივად ამცირებენ და აკრიტიკებენ, "წარჩინებული" რჩეული შვილის ფონზე, მეტი შანსი აქვთ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში უიღბლოებად იქცნენ და ბევრი პრობლემაც შეექმნათ. დაჩაგრული შვილები გაცილებით უფრო ხშირად ემორჩილებიან მავნე ჩვევებს და ნაკლებ მოტივირებულნი არიან წარმატებისთვის.

არადა, მანამდე მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ თურმე ერთნაირად ბავშვების სიყვარული არც ისე ადვილი და ხშირად შეუძლებელიც კია. ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ, ან ყოველ შემთხვევაში, ერთნაირად არ გამოხატავენ.

ექსპერიმენტიც კი ჩატარდა და დადასტურდა, რომ დედების 65% და მამების 70% ყოველთვის გამოარჩევს ხოლმე ერთ რომელიმე შვილს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია