ნასვამი მოზარდი ვეფხვმა დაგლიჯა (+ვიდეო)

ნასვამი მოზარდი ვეფხვმა დაგლიჯა (+ვიდეო)

23 სექტემბერს დელის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა მოზარდი დაგლიჯა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი, რომელიც სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე იყო, თვითონ აძვრა გალიაზე და შემთხვევით ჩავარდა ცარიელ ვოლიერში. თუმცა,  გვერდით გალიაში მყოფმა ვეფხვმა იგი დაინახა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოახერხა მასთან გადასვლა.

როგორც BBC იტყობინება, ვეფხვი მოზარდს ყელში სწვდა და მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები ყველა შესაძლო ხერხით ცდილობნენ მის შეჩერებას, ვოლიერში ნადავლთან ერთად გაიქცა.

ახალგაზრდის დახსნა, 10 წუთის შედეგ მოსულმა ზოოპარკის თანამრომლებმაც სცადეს, თუმცა, უკვე გვიანი იყო - მას სიცოცხლის არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოზარდი ნასვამი იყო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია