როდის აღდგება სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის მიწოდება

როდის აღდგება სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის მიწოდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ხვალ დილიდან სრულად აღუდგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს დილიდან სტიქიის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ამ დროისთვის დენის მიწოდება აღუდგა გაღმა წითელმთას. რაც შეეხება შემოქმედის თემში შემავალ სოფელ გორისფერდს, იქ მოსახლეობას შუქი ამ დრომდე არა აქვს, რადგან ადიდებულმა მდინარემ სამი ელექტრობოძი მოთხარა.

სოფელ შემოქმედში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, ბესო ლომინაძის ინფორმაციით, დატბორილია თემის მოსახლეობის კუთვნილი 11 ჰექტარი საყანე ფართობი მოლიანის ტერიტორიაზე. მთლიანად განადგურებულია სიმინდის მოსავალი, რომელიც მოსახლეობას ერთ კვირაში უნდა აეღო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია