საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას გაესაუბრა,- ამის შესახებ ნიუიორკში ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა.
მისი თქმით, ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა რადგანაც მასზე მიწვეული იყო 200-მდე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი მეუღლით და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
"ეს არ იყო ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა ამერიკის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შორის შემდგარი საუბრის თემას, როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, იყო ზოგადი საუბარი, მოკითხვა და ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდება.