სატელევიზიო და რადიო რეკლამაზე რეგულაციები მკაცრდება

სატელევიზიო და რადიო რეკლამაზე რეგულაციები მკაცრდება

მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის "პრაიმ ტაიმში", სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება.

ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% აქვთ გამოყოფილი (4 საათი და 48 წუთი 24 საათიან ბადეში) ასევე, მაუწყებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ სარეკლამო დრო. შესაბამისად, მაუწყებლები ხშირად საკუთარი სურვილისამებრ იყენებენ სარეკლამო დროს და რეკლამები "პრაიმ ტაიმში" დიდი დოზით ხვდება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეს-სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი აცხადებს, კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობის დაწყება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს უკავშირდება. " საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება, რომ თავის საკანონმდებლო ბაზას ჰარმონიზაციაში მოიყვანდა ევროპის ერთიან სივრცესთან. შესაბამისად, საქართველომ აიღო აუდიოვიზუალური დირექტივის შესრულების ვალდებულებაც, "- აღნიშნავს ხატია ყურაშვილი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია