"ღადაობთ? კარგი, რა!" - ნინა წკრიალაშვილის პოლიტიკური ანალიზი

"ღადაობთ? კარგი, რა!" - ნინა წკრიალაშვილის პოლიტიკური ანალიზი

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ, აქტიურად განიხილავდა და განიცდიდა "ნაციონალური მოძრაობის" წასვლა-დარჩენის საკითხს და "ნაციონალების" დამარცხების შემთხვევაში ხარაკირითაც იმუქრებოდა. ეს შფოთვა მისთვის საფუძვლიანი აღმოჩნდა, რადგან მიიჩნევს, რომ ბოლო ორი წელია, ქვეყანა უკუსვლის რეჟიმშია და უსაფრთხოება ქვეყნის სერიოზულ პრობლემად იქცა:

- პოლიტიკა ჩემთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, თორემ ზოგადად ან მისი შიდა სამზარეულო არასდროს მაინტერესებდა. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაში, ვხვდები, სწორია იმ მთავრობის კურსი, თუ - არა. ახალი მთავრობა იქნება თუ ძველი, სულერთია. უბრალოდ, ბოლო ორი წელია, ისეთი შეგრძნება მაქვს (არა მხოლოდ მე), რომ ქვეყანა ერთ ადგილას კი არ გაიყინა, უკან-უკან წავიდა, ადრინდელი მდგომარეობა ვერც ერთ სფეროში ვერ შევინარჩუნეთ და ასე როდემდე გაგრძელდება, არ ვიცი. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სათავეში რა გვარის ადამიანი იქნება. ის მინდა, რომ ყველა კმაყოფილი იყოს და არ ვიცოდე, ვინ მართავს ქვეყანას. ხალხი სამსახურებს კარგავს და მაღაზიები, კაფეები იკეტება. კრიმინალთან დაკავშირებით რაც ხდება, ხომ კატასტროფაა! დღე არ გავა, ვინმე არ მოკლან ან არ დაჭრან! ადრეც ხდებოდა და მალავენო, რომ ამბობენ, ქართველები ისეთი ჭორიკანა ერი ვართ, ამ ქალაქში რამე დაიმალებოდა? ქუჩაში ხალხს აყაჩაღებენ, ბავშვები იარაღით დადიან, უკვე საშიშია გასვლა. ადრე, საღამოობით, ჩემს 16 წლის შვილს თავისუფლად ვუშვებდი გარეთ, ახლა კი სულ ვეძებ ხოლმე, სადმე რამე არ შეემთხვეს. მეორე უკიდურესობაა რეიდები! ამას წინათ ისე გადმომიხტა ვიღაც, გადავირიე. ყველაფერს ხომ თავისი ფორმა აქვს? მანქანაში ყუმბარა მიდევს თუ გვამი გადამაქვს? ვინც გასაჩერებელია, ის გააჩერონ, თორემ მე არ მაქვს პრობლემა. სამოქალაქო მანქანით იყო ვიღაც და ვერც გავიგე, რეიდი იყო თუ მაყაჩაღებდნენ. ჩვენი მდგომარეობა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

- როგორია პირადად თქვენი მდგომარეობა?

- ფანტასტიკური. მე ყველაზე ნაკლებად შემეხო რაიმე. საზოგადოების ძირითადი ნაწილის ყოფიდან გამომდინარე ვსაუბრობ, თორემ საკუთარი თავიდან გამომდინარე - არა. მართალია, კონცერტები საერთოდ აღარ ტარდება, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყოველთვის ვცდილობ, სიმღერასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ვიმუშაო და სხვის იმედზე არ ვიყო. როგორც ადრე ვცხოვრობდი, ისე ვცხოვრობ ახლაც, შეიძლება უკეთესადაც, რადგან ბევრი დრო მაქვს. ადრე არ ვიღვიძებ, სახელმწიფო სამსახურში აღარ ვარ და ბევრად თავისუფლად ვარ. მაშინ მეტი პასუხისმგებლობა მქონდა.

- როგორ მოგწონთ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა რეცეპტებთან დაკავშირებით?

- რა არის იცით, ვთქვათ, მე მაქვს ის 20 ლარი, ექიმთან რომ წავიდე, მაგრამ ვისაც არ აქვს? წნევა მაწუხებს ხოლმე და ყოფილა შემთხვევა, ცუდად ყოფნისას, აფთიაქში ჩემი შვილი გამიგზავნია. ახლა რომ დამჭირდეს და სახლში აღარ აღმომაჩნდეს, რა გავაკეთო? რაღა აქედან დავიწყეთ ევროპის მიბაძვა? ჯერ სხვა რაღაცებში მივბაძოთ. გზები დააგონ, რომ ხალხს საბურავები არ უსკდებოდეს ყოველდღე. ეს რომ დალაგებული, აწყობილი, წინ წასული ქვეყანა იყოს, პრობლემა არ იქნებოდა. განა ვინმეს ვერჩი? არანაირად. მე რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, ნეტავ, მათაც ისე უყვარდეთ. უბრალოდ, გული მტკივა, რომ ზოგადად, რაც გვაქვს, იმასაც ვაფუჭებთ. ამას წინათ, ვიღაცამ ცარიელი ბოთლი შუა რუსთაველზე გადმოაგდო მანქანიდან. ასეთებს თუ მკაცრად არ მოექეცი, არაფერი გამოასწორებთ! ყველა გაძველბიჭდა და ეს კარგი ჰგონიათ, ამ დროს, გონებრივად შეზღუდულის გარდა, XXI საუკუნეში ძველი ბიჭი ვინღა იქნება, ღადაობთ? კარგი, რა!

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია