როგორი აღმზრდელები არიან თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები? მასწავლებლებსა და უფროსი თაობის ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ბევრი რამ ეშლებათ. ალბათ საინტერესო იქნება 20-წლიანი გამოცდილების მქონე ძიძის შეხედულებები დღევანდელ ახალგაზრდა მშობლებზე. რა შეცდომებს უშვებენ და რა არის დღევანდელი დედების სუსტი წერტილი?
აი, რას წერს ცნობილი და გამოცდილი ძიძა თავის დამქირავებლებსა და აღსაზრდელებზე:
"ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ყოველი უსიამოვნება ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. მოვლენების დრამატიზება არ მჩვევია. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ დღევანდელი ბავშვების აღზრდის საქმე ძალიან ცუდადაა, ესე იგი კატასტროფულ ვითარებაში ვიმყოფებით. 20 წელია ბავშვებთან და მათ მშობლებთან ვმუშაობ, მაგრამ რასაც ბოლო წლებში ვხედავ, სერიოზულად მაშფოთებს. გამოვყოფდი 5 ძირითად პრობლემას.
1. დედებს საკუთარი შვილების ეშინიათ
გავმხდარვარ ასეთი სცენის მომსწრე: საუზმისას დედამ ბავშვს ჭიქაში რძე დაუსხა. პატარამ კი გამოაცხადა, მე ცისფერ ჭიქაში კი არა, ვარდისფერში მინდოდა. დედა უცებ დატრიალდა და ვარდისფერ ჭიქას დაუწყო ძებნა, არადა რძე უკვე ესხა ცისფერ ჭიქაში. ვინ არის აქ უფროსი? ტირილითაც რომ გასკდეს ამ დროს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, მეორე ოთახში გადით. ნუ გეშინიათ მისი ისტერიკების, პირიქით, აიძულეთ რაღაც გაკვეთილი მიიღოს. თორემ ასე ბავშვი თქვენით მანიპულირებას აქტიურად განაგრძობს.
2. დაბალი სტანდარტი
როცა ბავშვი სხვების თვალწინ ცუდად იქცევა, მშობლები მხოლოდ მხრებს იჩეჩენ და ამბობენ: "მერე რა, ბავშვია". დამიჯერეთ, ყველა ბავშვი არ იქცევა ასე და შეუძლიათ ბევრად უფრო გონივრულად მოქცევა, ვიდრე მისგან ელოდებით. გგონიათ თვითონ ვერ მიხვდება, როგორ მოიქცეს? უბრალოდ, ჯერ არ გიჩვენებიათ მისთვის როგორია სწორი ქცევა და მისგანაც საპირისპიროს ელოდებით. აამაღლე აღზრდის სტანდარტი და ბავშვის ქცევაც შეიცვლება.
გაგრძელება