ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, წვიმა გაძლიერდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ასევე, დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარიც, 30 სექტემბრის ღამით კი, სავარაუდოდ, წვიმაც გაძლიერდება.
სინოპტიკოსები პროგნოზით, ტემპერატურა მთელ საქართველოში ხვალიდან 5 გრადუსით დაიკლებს.