"ფოტოზე ასახულია კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში გამართული არასრულწლოვანი გოგოს ქორწილის კადრი, რომელიც გარიგებით გათხოვდა. 17 წლის პატარძალს ცრემლი წასკდა სახლის დატოვებისას. ის მომავალ მეუღლეს პირველად ნიშნობის დღეს შეხვდა", - ამ ტექსტით აქვეყნებს ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოს Facebook-ზე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, რამაც ინტერნეტაუდიტორიის ვნებათაღელვა გამოიწვია. ფაქტზე, რომ დღემდე ხდება საქართველოში გარიგებით გათხოვება, რაც ქალზე ძალადობის ერთ-ერთ გავრცელებულ მექანიზმს წარმოადგენს, აღნიშნული ორგანიზაცია ღიად საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ერთგვაროვანია ადამიანების რეაქციები, რომლებიც ფოტოზე მოსაზრებებს გამოხატავენ. ისინი გმობენ ოცდამეერთე საუკუნეში გარიგებით გათხოვების ფაქტს და თანაგრძნობას გამოხატავენ 17 წლის კახელი გოგონას მიმართ.
დარო სულაკაურის ფოტო
ასევე დაგაინტერესებთ | ვიდეო: რას ფიქრობენ ქართველი ბიჭები ქალის მოტაცებაზე