როგორ მოვაშოროთ გოგირდის დიოქსიდი (E 220,S02) მარკეტებში ნაყიდ ჩირს? დაჩირებული ხილის უმეტესობა, რომელსაც სავაჭრო ქსელში ვხვდებით და ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, სინამდვილეში გოგირდის დიოქსიდით (S02) არის დამუშავებული, რომელიც შეფუთვაზე წარმოდგენილია E220 კონსერვანტის სახით. ამ კონსერვანტით დამუშავებული ჩირი დაცულია სხვადასხვა მიკროორგანიზმის განვითარებისგან, იგი პროდუქტს დიდხანს უნარჩუნებს ფერს და აფერხებს ლპობის პროცესს.
თუმცა გოგირდის დიოქსიდი მაღალტოქსიკური ნივთიერებაა. მგრძნობელობა ამ ნივთიერებისადმი სხვადასხვა ჩივილით გამოიხატება: თავის ტკივილი, ხველა, გამონადენი ცხვირიდან, გულის რევის შეგრძნება.
გაგრძელება