პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა

პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და-ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.

- ახლაც სუსტად არის რუსუდანი, თუმცა, გადარჩა... ოთხი და-ძმანი არიან. რუსუდანს კიდევ ერთი ძმა და და ჰყავს, მაგრამ ის გამორჩეულად განათლებული იყო. იმ ძმაზე რამდენჯერაც ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, ყოველთვის თავი აარიდა. მერე თქვეს, მკურნალობს, რაღაც პრობლემები აქვსო, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ასე მისი ცხოვრების წესის და რელიგიის გამო ამბობდნენ, - ვაჰაბიზმის მიმდევარია მისი ძმა - ყვება ჩვენთან ოჯახის ახლობელი.

- დედ-მამა ჰყავს?

- კი, ძალიან პატიოსანი და წესიერი ხალხია. ძმის ამბავს განიცდიდა ყველა. არ ვიცი რის ნიადაგზე, არ ამბობდნენ, მაგრამ სულ მესმოდა ფსიქიური პრობლემებიც აქვსო... ასკეტური ყაიდის ადამიანია, ძალიან მორწმუნე, ოჯახის წევრების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. სხვები უთმენდნენ. რუსუდანი განათლებული, გამოსული გოგოა. ისეთი გახსნილი გონება აქვს, პანკისის ხეობის მცხოვრებისთვის თეთრ ყვავად იქცა. ძმისთვის კი, განსაკუთრებით... პირველი კონფლიქტი მაშინ მოუვიდათ, როდესაც რუსუდანმა ნორმატივები ჩააბარა და ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. რუსუდანის ამ გადაწყვეტილებას ოჯახში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და მუდმივად კამათის საგანი იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ რუსუდანის სამსახური არც მის ახლობლებს მოსწონდათ და ამას მუდმივად საყვედურობდნენ მის ძმას, - გოგოს ვერ პატრონობო...

- რაში გამოიხატებოდა, რომ ვერ პატრონობდა, მუშაობაში?

- იმაში, რომ რუსუდანი თვითრეალიზაციას ცდილობდა. ძალიან განათლებული გოგოა და სახლში ვერ დაჯდა, მქსოველი და საქონლის მომვლელი ვერ გახდა, რაც აქ ტრადიციულია გოგონებისთვის. ამიტომ, უყურებდა მას ბევრი ამრეზით. რუსუდანი კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალისიანი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავდა მეგობრები და ისე იცვამდა, როგორც თავად მოსწონდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ