"თავისუფალი ზონის" ოფისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"თავისუფალი ზონის" ოფისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"თავისუფალი ზონის" ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს "თავისუფალი ზონა" მართავს, მეორეს - "თავისუფალი თაობა".

აქციებზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. "თავისუფალი ზონის" ოფისთან შეკრებილი არიან თავად ორგანიზაციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციაა განლაგებული. აქციის მონაწილეები ერთმანეთს აგინებენ და სიტყვიერი შეურაცხყოფას აყენებენ. მათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა