პეკინის ქუჩაზე, "თავისუფალი ზონის" ოფისის წინ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადგილზე "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები უკვე დაიშალნენ. თუმცა ადგილზე რჩებიან "თავისუფალი ზონის~ წევრები და სამართალდამცავების ნაწილი.
რკინის კონსტრუქციები, რომლითაც გამოყოფილი ჰქონდათ ერთი აქცია მეორისგან, უკვე აიღეს.
"თავისუფალი ზონის" ოფისთან გამართული აქციის გამო, პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებული იყო.