დევნის ოპერაციის დროს პოლიციელებმა მამაკაცი დაჭრეს

დევნის ოპერაციის დროს პოლიციელებმა მამაკაცი დაჭრეს

სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცეველები ერთ-ერთ საქმეზე მის დევნას ახორციელებდნენ. პოლიციელებმა 22 წლის მირზა გოჩუაძის შეჩერება სცადეს, თუმცა ავტომაქანის მძღოლი მათ არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სროლა განახორციელეს.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაიჭრა და ავტომანქანით სადარბაზოს შეეჯახა. მირზა გოჩუაძე საავადმყოფოშია გაადაყვანილი, სადაც იმყოფებიან მისი ახლობლები და მშობლები. მათ საავადმყოფოში შეჭრა სცადეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ