მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავა, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

"დღეს, ქ. ქუთაისში პოლიციასა და მირზა გოჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც მოჰყვა მ. გოჩუაძის გარდაცვალება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ. გოჩუაძის სიკვდილის მიზეზის განსასაზღვრად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წაიკითხეთ მეტი:

პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ