ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში კაფე-რესტორანი "სოხუმი" პოსტ-საბჭოთა სივრციდან გასული ემიგრანტების თავშეყრის საყვარელი ადგილია.
ჰააგას პრესტიჟულ უბანში მდებარე "სოხუმის" მფლობელი აფხაზეთიდან დევნილი იზოლდა კვიციანია. არაერთი პრობლემისა და ბარიერის მიუხედავად, საქართველოზე შეყვარებულმა ქალბატონმა მაინც მოახერხა ქართველების თავშეყრის ოაზისი მოეწყო და ჰოლანდიელებისა თუ უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო ქართული სამზარეულოთიც გაეცნო.
ქართველი ემიგრანტები 27 სექტემბერსაც შეიკრიბნენ და ერთად გაიხსენეს სოხუმის დაცემის ტრაგიკული თარიღი...
გიორგი ბერიძე