"წერილი დატოვაო, თამაშობდაო, შეყვარებულის გამო მოიკლა თავიო... ტყუილია ყველაფერი" - რატომ მოიკლა თავი 18 წლის ახალწვეულმა

"წერილი დატოვაო, თამაშობდაო, შეყვარებულის გამო მოიკლა თავიო... ტყუილია ყველაფერი" - რატომ მოიკლა თავი 18 წლის ახალწვეულმა

"ის თავს არ მოიკლავდა. დათო არ იყო ის ბიჭი, ასეთ რამეს რომ დაუფიქრებლად გააკეთებდა. ცხოვრებას რეალურად უყურებდა და წინ იყურებოდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე, ვილაპარაკეთ, სულაც არ იყო "დაგრუზული" ჯარზე, თორემ რამე "ისე" რომ ყოფილიყო, მეტყოდა... არ ვიცი, რა ვთქვა, დაზაფრულები ვართ მეგობრები" - ამბობს ჩვენთან საუბარში 18 წლის ახალწვეულის, დავით ბოლოთაურის ახლო მეგობარი.

დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" რიგით ჯარისკაცად მსახურობდა და სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ის 2 ოქტომბერს, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული...

- უამრავი ვერსია გავრცელდა, წერილი დატოვაო, თამაშობდაო, შეყვარებულის გამო მოიკლა თავიო, - არც ერთი მათგანი სიმართლე არ არის, - დათო არ თამაშობდა და ასე რომ ყოფილიყო, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი იქნებოდა, პირველ რიგში, - მეგობრებისთვის. დედამისმა შემოგვტირა, - მითხარით, რა მოხდაო, - არ ვიცით. მე ვიცი მისი ხასიათი, ის არ ითამაშებდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია