"ეს პროექტები ეხება საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილს" - რას მოახმარს ივანიშვილი მილიონ ლარს

"ეს პროექტები ეხება საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილს" - რას მოახმარს ივანიშვილი მილიონ ლარს

თუ ჩვენ გვინდა, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაციის ორი პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ორგანიზაცია "მოქალაქის" ორი პროექტის: "სტუდენტები მმართველობისთვის" და "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს ორი პროექტი ეხება საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილს, რათა ისინი გააქტიურდნენ.

კითხვაზე, საკმარისად აქტიურია თუ არა დღეს ორგანიზაცია "მოქალაქე", ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საზოგადოებამ და მედიამ უნდა შეაფასონ.

რაც შეეხება აღნიშნული პროექტების ღირებულებას, როგორც მან აღნიშნა, მილიონ ლარზე ნაკლები არც ერთი პროექტი არ დაჯდება, თუმცა თანხა მოგვიანებით დაზუსტდება.

"ბიუჯეტი არ არის შეზღუდული, მაგრამ არც გადაჭარბება შეიძლება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია