თენგიზ ერისთავს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

თენგიზ ერისთავს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, რომელიც ერისთავის ერთ-ერთი ადვოკატი იყო. მისი თქმით, საქმის განხილვა ჩვეულებრივად გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, გირაოს რაოდენობა 10 000 ლარს შეადგენს.

ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარს თენგიზ ერისთავს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 18 სექტემბერს შეეფარდა. ერისთავს ბრალად განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა ედება.

ერისთავი დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს.

"ჯერ კიდევ ლაშა მახარაძის პანაშვიდებზე ხდებოდა წარმოუდგენელი რამ - მისი მეგობრები ყოველდღე დავყავდით პოლიციის განყოფილებაში. გვქოდა ინფორმაცია, რომ უნდა მომხდარიყო ჩემი დაკავება და აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართე კიდეც ჩვენი უბნის მაჟორიტარ შალვა შავგულიძეს. თუმცა, ამის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემთან ერთად მივდიოდი პრობაციის ეროვნულ ბიუროში, რათა გამოვცხადებულიყავი, როგორც პრობაციონერი. ჭავჭავაძის გამზირზე გაგვაჩერეს, გადმოვიდა ოთხამდე პოლიციელი, გადმოგვათრიეს მანქანიდან, ჩამიდეს ნარკოტიკები და დამაკავეს. სრულიად არალოგიკური და ნონსენსია, რომ მე ნარკოტიკები მქონოდა, რადგან ისედაც ვფლობდი ინფორმაციას, რომ უნდა მომხდარიყო ჩემი დაკავება. არ ვიცი, ალბათ ვიღაცის ინტერესებში შედის, რომ ჩემს მიმართ, ასეთი რამ მომხდარიყო", - აღნიშნა ერისთავმა 18 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ