ექსპერიმენტი ბავშვებზე - უწყინარი კვლევა შოკისმომგვრელი შედეგებით

 ექსპერიმენტი ბავშვებზე - უწყინარი კვლევა შოკისმომგვრელი შედეგებით

12-18 წლის ბავშვებს შესთავაზეს, მოხალისეებად მიეღოთ მონაწილეობა ექსპერიმენტში. მათ 8 საათი უნდა გაეტარებინათ მარტოობაში ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე. აკრძალული ჰქონდათ კომპიუტერის, რადიოსა და ტელევიზორის ჩართვა. სამაგიეროდ ყველა კლასიკური თავშესაქცევით შეეძლოთ სარგებლობა - წერილის წერით, კითხვით, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით, ქსოვით, ქარგვით, ხატვით, სიმღერით და ა.შ.

ექსპერიმენტის ავტორი ოჯახურ საკითხთა ფსიქოლოგი იყო, რომელსაც უნდოდა დაემტკიცებინა, რომ თანამედროვე ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი თავთან მარტო დარჩენა, რადგან საერთოდ არ იცნობენ საკუთარ "მეს". ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვებს დაწვრილებით უნდა მოეყოლათ, რას გრძნობდნენ 8-საათიანი მარტოობის დროს. შეეძლოთ წერილობით გადმოეცათ, აუტანელი დისკომფორტის შემთხვევაში კი უფლება ჰქონდათ, შეეწყვიტათ ექსპერიმენტი. თუმცა აუცილებლად უნდა აეხსნათ მიზეზიც, ფსიქოლოგი დარწმუნებული იყო, რომ ძალიან უწყინარ კვლევას აწარმოებდა, რომელიც ყოვლად უსაფრთხო იქნებოდა ბავშვებისთვის. ასეთ შოკისმომგვრელ შედეგებს ნამდვილად არავინ ელოდა. 68 მონაწილიდან ბოლომდე, ანუ 8 საათი, მხოლოდ სამმა მათგანმა გაძლო - ერთმა გოგონამ და ორმა ბიჭმა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია