თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე დაკავებული მძღოლი პირველ კომენტარს აკეთებს

თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე დაკავებული მძღოლი პირველ კომენტარს აკეთებს

ვიცოდი, რომ საპნის ხსნარი მიმქონდა მოლდოვაში და არა თხევადი ჰეროინი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიდი ოდენობით თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მძღოლმა გურამ ცეცხლაძემ განუცხადა. გურამ ცეცხლაძე მის ავტომობილზე ტვირთის გადატვირთვას, შემდეგ კი ტერმინალიდან ექსპერტიზაზე გადაყვანის ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შეატყობინეს, რომ სატვირთოზე არსებული ტვირთი არ იყო თხევადი საპონი.

"მე ვარ მძღოლი, იმ მანქანაზე მუშაობა ერთი კვირის დაწყებული მქონდა. მითხრეს, რომ საპნის ხსნარი უნდა გადამეტანა მოლდოვაში. ბათუმში 9 ივლისს გადმოტვირთეს ჩემს მანქანაზე ეს ტვირთი. ტერმინალში არ მიმიღეს, მითხრეს, რომ საბუთი მაკლდა, მეორე დღესვე გავაკეთეთ საბუთები, ტერმინალმა მიმიღო და დათვალიერებაზე გამიშვეს, მაგრამ იქ მითხრეს, რომ საპნის ხსნარი უნდა წავსულიყავით ექსპერტიზაზე, რადგან საეჭვო ჩანდა. ვუთხარი კი, ბატონო-თქო, 11 ივლისს, ექსპერტიზაზე რაც აღმოჩნდა მთელმა ქვეყანამ იცის", - აღნიშნა გურამ ცეცხლაძემ.

მისივე თქმით, დაპატიმრების დროს ან შემდგომ ციხეში ყოფნისას მის მიმართ შეუსაბამო, არაადამიანურ ქცევას ადგილი არ ჰქონია.

როგორც გურამ ცეცხლაძე განმარტავს, ტვირთის მეპატრონე მას არ უნახავს, ბათუმიდან მოლდოვაში ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის კი 400 დოლარი უნდა აეღო."არც იმ მძღოლს ვიცნობდი, ვისი მანქანიდანაც ჩემს მანქანაზე გადმოტვირთეს ტვირთი, არც ტვირთის მეპატრონე თურქი მინახავს, ის რეისი რომ გამეკეთებინა ბათუმიდან მოლდოვაში 400 დოლარს ავიღებდი. ამ ამბავზე ნერვიულობის გამო, 60 წელს მიღწეულმა კაცმა მთელი ჯანმრთელობა დავკარგე. 2 ივლისს დავიწყე იმ მანქანაზე მუშაობა. ერთი რეისი მქონდა გაკეთებული, თევზი გადავიტანეთ თურქეთში, იქედან კი ქედაში მილები გადმოვიტანე. მესამე რეისის კი ასეთი აღმოჩნდა", - აღნიშნა ტარიელ ცეცხლაძემ.

გურამ ცეცხლაძე 10 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. ის ბოლოს გლდანის მე-8 საპყრობილეში იყო."გუშინ საღმოს 20:00 საათზე შემოვიდა სასჯელაღსრულების თანამშრომელი და თქვა, რომ გურამ ცეცხლაძე არის თავისუფალი. ეს სიხარული ძალიან ძნელად გადმოსაცემია", - აღნიშნა გურამ ცეცხლაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის ივნისის თვეში გურამ ცეცხლაძის სატვირთო ავტომობილში სამართალდამცველებმა 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ