ქართულ რესტორნებში "იდუმალი სტუმრის" დანერგვა იგეგმება

ქართულ რესტორნებში "იდუმალი სტუმრის" დანერგვა იგეგმება

რესტორნებში "იდუმალი სტუმრის" დანერგვა იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა, ქეთევან მელაძემ განუცხადა , "იდუმალი სტუმარი" გააკონტროლებს რესტორნების მომსახურებას, ხარისხს და დარღვევების შემთხვევაში ამას შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დგინდება სტანდარტები, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

"ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ რესტორნებისა და სასტუმროების განვითარებისკენ. ერთ-ერთ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ანონიმური კლიენტი. ვქმნით სტანდარტებს და ჩვენი მთავარი ამოცანაა მომსახურე პერსონალის გადამზადება. შემდეგ უკვე ანონიმურ კლიენტის დანერგვაზეც ვფიქრობთ. აქ არ იქნება ინტრიგა ჩადებული, უბრალოდ ჩვენ გვექნება ჩვენი წარმოდგენა გარკვეულ რესტორანსა, თუ სასტუმროზე. კარგი იქნება, რომ განვითარდეს ეს სფერო. დარღვევების შემთხვევაში ჩვენ გავესაუბრებით მფლობელებს ხარვეზების გამოსწორების თაობაზე. სამომავლოდ შეიძლება რეაგირება გავაძლიეროთ", - აღნიშნა მელაძემ.

მისივე თქმით, "იდუმალი სტუმრის" ამოქმედება სრულად 1-2 წლის განმავლობაში მოხდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია