კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა

კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ქალბატონი სიდონია, ორი შვილის დედა, თავის ისტორიას გვიამბობს. და საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ იწყობენ ქალები პირად ბედნიერებას აბეზარი საყვარლების დახმარებით.

- 40 წლის ასაკში გავთხოვდი, გაუნათლებელ, შეუხედავ მამამაკაცს გავყევი ცოლად. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ადამიანზე გავაკეთებდი არჩევანს. მანამდე საუკეთესო გარეგნობისა და ინტელექტის თაყვანისმცემლები მყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა მათგანთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა.

როცა მივხვდი, რომ შინაბერას სტატუსი არ ამცდებოდა, შემთხვევით გაცნობილს ცოლობაზე დავთანხმდი. დედაჩემმა ბევრი იტირა, ჩემს შვილს ასეთი არ შეეფერებოდაო, დაქალებმაც დიდხანს აქნიეს სინანულით თავი, მაგრამ რაღას გააწყობდნენ. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი და ჩემი ტანჯვაც ამის შემდეგ დაიწყო.

- რატომ, ბავშვი არ უნდოდა?

- შვილზე რომელი მამაკაცი არ ოცნებობს, თუმცა ბესოს კომპლექსი ჰქონდა, რომ მის ასაკში ბავშვი აღარ ეყოლებოდა. თითქოს რცხვენოდა კიდეც, რადგან მის თანატოლებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ. ამ კომპლექსს სიფხიზლეში არ ავლენდა, როცა დათვრებოდა, გულისნადებს მაშინ ამოანთხევდა ხოლმე. - ეგ ჩემი შვილი არ არის, მითხარი, ვისგან ხარ ფეხმძიმედო. ვეუბნებოდი, ბავშვი სხვისგან რომ მდომებოდა, შენზე რატომ გავთხოვდებოდი-მეთქი? თუმცა ეს არგუმენტი ბესოსთვის საკმარისი არ იყო. როცა პირველად იჩხუბა და მეორე დილით გამოფხიზლებულს შევახსენე, შერცხვა, - გავაფრინე, გთხოვ, არავის უთხრაო.

- საიდუმლო შეუნახეთ?

- სხვა რა გზა მქონდა. მეორედ, როცა ეჭვიანობის მორიგი შეტევა დაეწყო, ისევ ნასვამი იყო. ჯერ ''სულგრძელობა'' გამოიჩინა, დამშვიდდა, - რამდენს გაუზრდია სხვისი შვილი, მეც გავზრდი ამ ნაბიჭვარსო. უკვე მოთმინება დავკარგე და შევეპასუხე. ამაზე მთლად გადაირია, ხელი მკრა, ლოგინზე დამაგდო და ყელში წამიჭირა: - ვიცი, ვიღაც კაი ტიპისგან იქნები ფეხმძიმედ, ჩემისთანა მსუქანი და მელოტი რაში გჭირდებაო. წარმოიდგინეთ, ქირით ვცხოვრობდით, ყოფითი პრობლემები თავბრუს მახვევდა, ამას კი სრულიად უაზრო და უსაფუძვლო ეჭვებიც რომ დაემატა, როგორ უნდა გამეძლო?

- კონკრეტულად ვინმეზე ეჭვიანობდა?

- არა, ისიც კი არ უკითხავს, ორმოც წლამდე ვინ მიყვარდა ან ვის ვხვდებოდი. არც იმას აქცევდა ყურადღებას, ქუჩაში თუ ვინმე შემომხედავდა, ან წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი. თუმცა ჩაცმასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები მქონდა. მკერდს ვინ ჩივის, ყელიც დაფარული უნდა მქონოდა, შორტებსა და სხვა თამამ ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლოს სახლიდან გასვლასაც აღარ მანებებდა. ბაზარშიც თვითონ დადიოდა, სამსახურისთვის თავი დამანებებინა და სიყვარულზე ფილმს თუ ვუყურებდი, მაშინვე ჩემს გამოხედვას აკონტროლებდა, ხომ არ ჩავფიქრდი და ვინმეზე ოცნებამ ხომ არ გამიტაცა. ასე ტანჯვაში გავატარე ცხრა თვე.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი, ბავშვი მამას დამსგავსებოდა, რომ ერთი პრობლემა მაინც მოიხსნებოდა. როცა ჩემი პატარა გაჩნდა, ერთი სიკვდილი გავათავე. მე და ჩემი ქმარი კუპრივით შავები ვართ, ბავშვი კი თოვლივით ქათქათა და ცისფერთვალება დაიბადა. ამის შემდეგ ბესომ საერთოდ დაკარგა გონივრული განსჯის უნარი და სამშობიაროდან გასვლის შემდეგ სახლიდან გაიქცა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია