ხონის რაიონში მამაკაცი მოკლეს

ხონის რაიონში მამაკაცი მოკლეს

ხონის რაიონში მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოკლულია ერთი მამაკაცი, რომელიც შემდეგ, მდინარე გუბისწყალში გადააგდეს . მკვლელობის ფაქტს შემთხვევით სამართალდამცველები შეესწრნენ, რა დროსაც, სავარაუდო დამნაშავეების დაკავება მოხდა.

ამ დროისათვის უცნობია მკვლელობის სხვა დეტალები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები, რომლებიც მდინარეში ცხედარს ეძებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ