შს სამინისტრო ხონში მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებს

შს სამინისტრო ხონში მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხონში მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მკვლელობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა მოხდა რეალურად.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ხონის რაიონის ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავეებმა ცხედარი მდინარე გუბისწყალში გადააგდეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები, რომლებიც მდინარეში ცხედარს ეძებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ